scotsman.com-თან ინტერვიუში 42 წლის არგენტინელმა სხვადასხვა საკითხზე ილაპარაკა და მათ შორის საქართველოს ნაკრების სამომავლო პერსპექტივებიც ახსენა:
"ჯერ კიდევ ვფიქრობ, სად შეუძლიათ განვითარება საქართველოსა და რუმინეთს. იქნება ეს ახლებური ექვსი ერი? იქნებ, შესაძლებლობა ითამაშონ კელტურ ლიგაში, ამ პრემიერლიგაში, ან პრო 14-ში? იქნებ, მომავალი ათი წელი ძალები სუპერ რაგბიში მოსინჯონ.
რაგბის მთელი მსოფლიო მასშტაბით განვითარება ყველას გვინდა, მაგრამ თუ გუნდები რეგულარულად არ შეხვდებიან თავიანთზე
ისინი მხოლოდ მსოფლიოს თასზე არ უნდა გვახსენდებოდეს და არ უნდა ვაქებდეთ მათ კარგი თამაშისთვის და მერე მსოფლიოს თასებს შორის მათ მხოლოდ ერთ ან ორ კარგ ტესტს არ უნდა ვაძლევდეთ. ეს არ არის კარგი.
ჩვენ ყველას გვჭირდება კონკურენტუნარიანი საქართველო და კონკურენტუნარიანი ფიჯი ყოველთვის და არა მხოლოდ მსოფლიო თასებზე. სხვანაირად, მსოფლიოს თასის მეოთხედფინალებსა და ნახევარფინალებში, ისევ ძველ სახეებს ვიხილავთ".
აუგუსტინ პიშო ცნობილია, როგორც რეფორმატორი და არგენტინელისგან ბევრ სიახლეს ელიან მსოფლიო რაგბიში. ვიცე-პრეზიდენტი ღიად უჭერს მხარს მეორე დონის სარაგბო ქვეყნების განვითარებას.