მადლობა, სამოა! - კუნძულელთა სტუმართმოყვარეობამ "ბორჯღალოსნები" მოხიბლა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ივნისის ტესტების პირველ მატჩს სამოას დედაქალაქ აპიაში ადგილობრივთა ეროვნულ გუნდთან 11 ივნისს გამართავს. "ბორჯღალოსნები" უკვე კუნძულზე იმყოფებიან და ამ საკმაოდ სერიოზული გამოცდისთვის ემზადებიან.

ცხადია, ჩვენებურთა სტუმრობა ადგილობრივ პრესას არ გამორჩენია. გთავაზობთ ამონარიდს ერთ-ერთი პუბლიკაციიდან.

"საქართველოს ნაკრები დილით ადრე ჩამოვიდა სამოას დედაქალაქში და კუნძულებზე რამდენიმესაათიანი ყოფნის შემდეგ მხოლოდ დადებითი ემოციებით დაიმუხტნენ. აეროპორტში მათ ტრადიციული დახვედრა მოუწყვეს.

დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ხუნდაძემ გვითხრა, რომ მორაგბეები პირველად არიან წყნარი ოკეანის კუნძულებზე.

- მოხარულნი ვართ, რომ აქ ვიმყოფებით. ჩვენი გუნდი გასული საუკუნის 90-იანი
წლების ბოლოს პირველად და ბოლოჯერ იყო წყნარი ოკეანის კუნძულებზე. მაშინ საქართველოს ნაკრები 1999 წლის მსოფლიოს თასის რეპეშაჟში ტონგას ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

ვფიქრობთ, სამოაზე კარგ გამოცდილებას მიიღებს გუნდი. ასევე, გავეცნობით ადგილობრივ კულტურას და მოვემზადებით სამოას ნაკრებთან კარგი თამაშის საჩვენებლად.

ჰაერის ტემპერატურა ისეთივეა, როგორიც საქართველოში წელიწადის ამ დროს. ამიტომ სიცხე ჩვენთვის პრობლემა არ იქნება. თუმცა ტენიანობა აქ ძალიან დიდია, სუნთქვა გაგვიჭირდება. ცხადია, ეს პრობლემაა, მაგრამ ვეცდებით, დროულად შევეჩვიოთ ადგილობრივ კლიმატს.

ბიჭები მოუთმენლად ელიან სამოას ნაკრებთან თამაშს. ყველანაირად ვეცდებით, რომ მოვიგოთ. აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ სანახაობრივად კარგი თამაში ვაჩვენოთ ქომაგებს და შევეცდებით, მატჩის ანგარიში ჩვენ სასარგებლოდ დაფიქსირდეს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს მასპინძლებს, სამოას მთავრობას, ყველა ადამიანს გამოჩენილი გულთბილი სტუმართმოყვარეობისთვის. ვხედავთ, რა კარგი დამოკიდებულება გაქვთ სტუმრებთან და როგორი მეგობრულები ხართ.

ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს. ძალიან კარგად მიგვიღეს სასტუმროში, აღარაფერს ვამბობ დახვედრის ცერემონიალზე აეროპორტში. ეს ყველაფერი შთამბეჭდავია. მადლობა, სამოა"!

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), კარლენ ასეიშვილი (ბრივი), შალვა მამუკაშვილი (გლაზგო), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი), ირაკლი მირცხულავა (ტარბი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკი).
მეორე ხაზი: გიორგი ჩხაიძე (ლილი), გიორგი ნემსაძე (ტარბი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)
მესამე ხაზი: შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), საბა შუბითიძე (აკადემია), გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი)
#9: ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)
#10: რეზო ჯინჭველაშვილი (აია), ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი)
#12-13: დავით კაჭარავა (ენისეი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი)
#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი ფრუიძე (აია), ანზორ სიჭინავა (აკადემია)
#15: ბექა წიკლაური (ლოკომოტივი), მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული