"ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:3) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც საქართველოს არცერთ ნაკრებს არ გაუკეთებია მანამდე - ჩამოვედით კუნძულებზე და გავიმარჯვეთ სერიაში.

ამის შესახებ მარტშიც კი ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია შეგვექმნა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდ მიღწევას წარმოადგენს, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება განვაგრძოთ.

ყველას, ჩვენს
ბიჭებს ვულოცავ სულითა და გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა", - ციტირებს მილტონ ჰეიგის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
ჯიგრები ხართ!
zaza
24 ივნისი 2016 20:06
0
ახალ ზელანდიელი ჯადოქარი!
B-52
24 ივნისი 2016 18:28
0
მადლობა ცოტაა მილტონისთვის ამ ადამიანმა უკვე დაწერა ისტორია საუკეთესო უცხოელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ზელანდიელს თაობები არ დაივიწყებს ეხლა მთავარია ნებისმიერ ფასად ეს კაცი შევინარჩუნოდ
madlobT
24 ივნისი 2016 17:59
0
მადლობა ცოტაა მილტონისთვის ამ ადამიანმა უკვე დაწერა ისტორია საუკეთესო უცხოელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ამ ზელანდიელს თაობები არ დაივიწყებს ეხლა მთავარია ნებისმიერ ფასად ეს კაცი შევინარჩუნოდ
madlobT
24 ივნისი 2016 17:59
0
ლომების ღრიალი თუ არ მოგისმენიათ უსმინეთ ხალხო.
გია
24 ივნისი 2016 17:51
0
ოთხი კვირა ცოტაა მაგრამ თქვენ შეუძლებელი გააკეთეთ. ესაა პროფესიონალიზმი. დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ რომ თწვენი დახმარებით 6 ერში აუცილებლად გავალთ!
vato
24 ივნისი 2016 17:49
0
დიდი მადლობა ბატონო მილტონ!!! ღმერთმა გაგიმარჯოთ!
tony
24 ივნისი 2016 16:51
0
აი ძმაო დიდი კაცი - დიდი კაცების წინამძღოლი: ლომების გუნდს ლომი ყავს თავში! ამაყი ვარ დღეს ამათი წყალობით და ღმერთმა ყველა ამათ უყველაფერი საუკეთესო არ მოაკლოთ!!!!!!!!!!!!!!
rey
24 ივნისი 2016 16:48
0
პრეზიდენტის ადგილას რომ ვიყო, მე ამ კაცს გადავცემდი უმაღლესი ან პირველი ხარისხის ღირსების ორდენს
buratino
24 ივნისი 2016 16:44
0
საქართველოს გაუმარჯოს.
ლევანი
24 ივნისი 2016 16:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული