"ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:3) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც საქართველოს არცერთ ნაკრებს არ გაუკეთებია მანამდე - ჩამოვედით კუნძულებზე და გავიმარჯვეთ სერიაში.

ამის შესახებ მარტშიც კი ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია შეგვექმნა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდ მიღწევას წარმოადგენს, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება განვაგრძოთ.

ყველას, ჩვენს
ბიჭებს ვულოცავ სულითა და გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა", - ციტირებს მილტონ ჰეიგის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
მაგარი ხარ მელიტონ
NMN789
25 ივნისი 2016 10:10
0
ამ კომენტარების წაკითხვის მერე რაღა ვუსურვო აღარ ვიცი მეტი, ალბათ 6 ერის კარის გაღება უახლოეს მომავალში.მერე კი ახალი ზელანდია2 რათქმაუნდა ჩვენი ლომების და მილტონის წინამძღოლობით ახლოს ეყოლებათ ევროპელებს. უფალი გფარავდეთ ლომებო, გაიხარეთ.
კახა
25 ივნისი 2016 09:42
0
გაიხარეთ, დიდხანს იცოცხლეთ!!!
ვაჟა
25 ივნისი 2016 08:55
0
ამ კაცს ან სახლები აჩუქეთ მძინარე მთავრობავ, ან ფული, მაგრამ თქვენი არაფერი არ უნდა უვარგისებო, მას ყველაზე მთავარი აქვს - ქართველი ხალხის უზომო სიყვარული
mirza
24 ივნისი 2016 23:08
0
თუ ძმა ხარ ნურასოდეს წახვალ ზელანდიაში. დიდი მადლობა ქართული სულის დაბრუნებისთვის
gio
24 ივნისი 2016 23:03
0
ახალზელანდიელი ქართველო- ვერც წარმოიდგენთ ისეთი სიყვარული დაიმსახურეთ ქართველი ერის. დამილოცნია თქვენი ლამაზი ოჯახი, უფალი ფარავდეს თქვენს ოჯახს და ესეც იქნება........
ika
24 ივნისი 2016 22:53
0
მაგარი კაცი!ღმერთმა დაგლოცოთ!
soxumeli
24 ივნისი 2016 22:40
0
და მადლობა (ჩემ თავსაც ვგულისხმობ რათქმაუნდა)ჩვენს გაუბედურებულ და დაჩაჩანაკებულ ერს რო სიხარულის ცრემლებით ავსებთ
gio
24 ივნისი 2016 20:39
0
მადლობა ბიჭებს,ჩვენს ლომებს,რა უნდა თქვა ამ პატრიოტებზე?მარტივად,კაცები არიან,ოჯახი უყვართ,სამშობლო უყვართ,ნამდვილად დასაფასებელი გულში ჩასახუტებელი ხალხი,თბილისში რო ცხოვრობდე დიდი სიამოვნებით დაგხვდებოდით აეროპორტში და ჩაგეხვეოდით ვაჟკაცურად
gio
24 ივნისი 2016 20:38
0
ქება და ქება ძალიან გაგვახარეთ, უღრმესი მადლობა
vaxo
24 ივნისი 2016 20:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული