შალვა სუთიაშვილი: ამ ტურნეთი, რეიტინგში მე-10 პოზიციაზე გვსურდა მოხვედრა

AutoSharing Option
სამშობლოში დღეს დაბრუნებულმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა "ბორჯღალოსანთა" მიერ ოკეანეთის ტურნეზე მოპოვებულ წარმატებაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნე ქართველმა მორაგბეებმა ორი გამარჯვებითა და ერთი ფრით დაასრულეს, რითაც რეიტინგში ისტორიული მე-11 ადგილი დაიკავეს.

- ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

"თავისთავად, ველოდით ამ შედეგს, რადგან იქ მოსაგებად წავედით. ამ ტურნეს შემდეგ რეიტინგში მე-10 პოზიციაზე მოხვედრა გვსურდა, თუმცა რას ვიზამთ, მე-11 ადგილიც კარგია. კმაყოფილები და ოდნავ დაღლილები ვართ.

მართალია, იმ 15 შეხვედრაში, სადაც ნაკრებს ვუკაპიტნე, არ წაგვიგია
არცერთი მატჩი, რაც უპირველეს ყოვლისა, ყველა მორაგბის დამსახურებაა. ერთად მოვდივართ, ერთად ვაკეთებთ ამ საქმეს და უღრმესი მადლობა მათ.

ნოემბერში რამდენიმე ტესტ-მატჩი გველის, სადაც მიზანი რეიტინგში ადგილის გამყარება იქნება, თუმცა დიდი შანსია ათეულში შესვლის და ვეცდებით მივაღწიოთ ამ შედეგს", - განაცხადა კაპიტანმა.

აქვე გეტყვით, რომ სუთიაშვილმა ნაკრები კაპიტნის სამკლაურით მოედანზე სულ 15-ჯერ გაიყვანა, საიდანაც 14-ჯერ ჩვენმა გუნდმა მოიგო, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს კაცი ნამდვილი თილისმა ყოფილა ჩვენი ნაკრებისთვის გარდა იმისა რომ მაგარი ადამიანი და შესანიშნავი მორაგბეა ჰოდა იყოს სულ კაპიტნად. მამუკას და ჩვენს ოქრო ბიჭებს 1000 წელი აქ გაუჩნდებათ არანაირი ქვენა გრძნობა ამის გამო, დარწმუნებული ვარ
B-52
21:45 28-06-2016
0
მადლობა ყველაფრისთვის, შალვა!კაცურკაცობის ეტალონები ხართ. უფალი შეგეწიოთ და ჰფარავდეს სრულიად საქართველოს
qomagi
12:26 28-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული