მერაბ შარიქაძე: ეს არაა დასასრული - მთავარი ახლა იწყება!

AutoSharing Option
სამშობლოში დღეს დაბრუნებულმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა მერაბ შარიქაძემ "ბორჯღალოსანთა" მიერ ოკეანეთის ტურნეზე მოპოვებულ წარმატებაზე კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოკეანეთის ტურნე ქართველმა მორაგბეებმა ორი გამარჯვებითა და ერთი ფრით დაასრულეს, რითაც რეიტინგში ისტორიული მე-11 ადგილი დაიკავეს.

- ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

"ძალიან წარმატებული ტურნე გამოვიდა. შეიძლება, ისტორიულიც ვუწოდოთ.

ნამდვილად არ ვიცი ვინ რას ელოდა ჩვენგან, მაგრამ ჩვენ, მოთამაშეებს, მწვრთნელებს და ზოგადად, მთელ გუნდს, გვჯეროდა ჩვენი თავის და ალბათ ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო იმ მოპოვებული გამარჯვებების.

რეიტინგში მე-11
პოზიცია ძალიან კარგი და სასიხარულოა, მაგრამ ამას შენარჩუნება უნდა, ასე რომ ამით არაფერი მთავრდება. ეს არაა დასასრული, პირიქით, მთავარი ახლა იწყება! მოპოვებაზე ბევრად რთული შენარჩუნებაა", - განაცხადა შარიქაძემ.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მერაბ გენაცვალე ჟიგარში აკადემიის სამაგალითო კაცო.........
qoiavebi....
29 ივნისი 2016 00:51
0
იმედია მომავალში 10ილს გარეთ არასოდეს ვიქნებით. ჩვენ ჯერ ძალიან ცოტა მორაგბე გვყავს და მაინც ამხელა წარმატება გვაქვს. როცა რაგბისტების რაოდენობა 10ჯერ და მეტჯერ გაუზრდება მერე შეიძლება 5ის გარეთაც აღარასოდეს ვიყოთ. ზეანდიაც და ჩვენც მოსახლეობით თანაბარი ვართ და თუ მათ შეუძლიათ პირველები იყვნენ, ერთ დღეს ჩვენც შევძლებთ.
giorgi
28 ივნისი 2016 12:53
0
გულადი ლომები არიან!
მარცხიც იყო და ახლა გრანდებთან თავიდან ბევრი მწარე მარცხი იქნება, მაგრამ ასეა საჭირო რაგბის განვითარებისათვის!
ბიჭები კი ხალხს იმიტომ გვიყვარს, რომ თავს არ ზოგავენ, ბოლომდე იბრძვიან. თითოეულ შეცდომას გულით ნანობენ და შემდეგში ორმაგად მონდომებულნი გამოდიან!!!

ვენაცველ სულში და გულში. ჯიგრები ხართ ბიჭებო, ჯიგრები!
საქართველოს მოსახლეობა
28 ივნისი 2016 12:51
0
ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა თქვენი მგლებო!
ქართველი
28 ივნისი 2016 11:27
0
გაიხარეთ ისევე როგორც ქართული რაგბის ყველა ქომაგმა გაიხარა ამ ტურნეთი.
giga
28 ივნისი 2016 08:19
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული