The Economist: საქართველო იმსახურებს ელიტაში თამაშის შანსს, მაგრამ...

AutoSharing Option
The Economist-მა სტატია მიუძღვნა საქართველოს მორაგბეთა ნაკრების შანსს ექვსი ერის პირველობაზე მოხვედრაში, სათაურით: "წესით, საქართველომ უნდა მიიღოს ელიტაში თამაშის შანსი, მაგრამ, ალბათ, ამ შანსს ვერ მიიღებს".

"ევროპულ რაგბის ბოლო ორ კვირაში საამაყო ბევრი ჰქონდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები ტესტების გასამართავად სამხრეთს ეწვივნენ, რომ 2015 წლის მსოფლიოს თასის წარუმატებლობა (არც ერთი ევროპული გუნდი არ გასულა ნახევარფინალში) დაევიწყებინათ.

მართლაც, ინგლისმა ბოლოს და ბოლოს, მოიგო სერია ავსტრალიაში, ირლანდიის ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოახერხა სამხრეთ აფრიკაში მასპინძელთა დამარცხება, საფრანგეთმა ორიდან ერთი შეხვედრა მოუგო არგენტინას. მხოლოდ უელსმა
დათმო ყველა შეხვედრა მასპინძელ ზელანდიასთან და ამ გუნდთან 1953 წლის მერე კვლავ მოუგებელია.

კიდევ ერთი ევროპული გუნდი ეწვია სამხრეთს - საქართველოს იშვიათად იწვევევენ სამხრეთ ნახევარსფეროში, მაგრამ მსოფლიოს თასზე ამ გუნდმა 4-დან 2 შეხვედრა მოიგო.

ქართველებმა ვერ შეძლეს ოკეანეთში უძლიერესი გუნდის წაყვანა. მაგალითად, ვერ წავიდა გუნდის კაპიტანი და თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე, რომელიც საფრანგეთში კლუბში თამაშობდა.

მიუხედავად ამისა, საქართველომ მოუგო ტონგასა და ფიჯის და ფრედ ეთამაშა სამოას.

ოკეანეთში ძლიერი თამაში საქართველოს რაგბის კავშირს მეტ წონას მატებს, როცა ეს ორგანიზაცია ექვსი ერის შანსს ითხოვს. დღეისათვის ექვსი ერი დახურული მაღაზიაა - ინგლისი, უელსი, ირლანდია, საფრანგეთი, შოტლანდია და იტალია თამაშობენ. მაგრამ იტალიელები, რომლებიც ამ საუკუნეში დაემატნენ ტურნირს, დიდად ვერ სჯობნიან ქართველებს.

RugbyVision - რაგბის პროგნოზის მოდელი, ვარაუდობს, რომ იტალიის ნაკრები ნეიტრალურ მოედანზე "ლელოებს" მხოლოდ 7 ქულით მოუგებს.

ბოლო ათწლეულში "ლელოებს" მხოლოდ ერთხელ მიეცათ ექვსი ერის გუნდთან თამაშის შანსი (მსოფლიოს თასის მატჩებს თუ არ ჩავთვლით). მსოფლიო რაგბის ყოფილი შეფი ბერნარ ლაპასე საქართველოს მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ ტურნირი უნდა გაიხსნას და საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შანსი მიეცეთ.

მაგრამ ეს მალე არ მოხდება. კარგად გვახსოვს ექვსი ერის შეფის ჯონ ფეჰანის სიტყვები: "ექვსი ერის სადარდებელი არ არის, როგორ განვითარდება ქართული და რუმინული რაგბი".

საქართველოს რაგბის კავშირი აუცილებლად მოიგებს ფინანსურად ექვს ერში ჩართვით. 2014 წელს ამ ორგანიზაციის მთელი შემოსავალი 7,5 მილიონი ევრო იყო, მაშინ, როცა იტალია მარტო ექვს ერზე სატელევიზიო უფლებებით წელიწადში 16,5 მილიონ ევროს შოულობს.

ამასთან, "ლელოებისთვის" მოგება ექვსი ერის ორგანიზაციისთვის წაგება იქნება, ტურნირის ორგანიზატორი კი კერძო კომპანიაა. საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონია, იტალიის - 60.

"საერთო მედიაშემოსავლები დაეცემა იმ შემთხვევაში, თუ იტალია გავარდება და მის ადგილს საქართველო დაიკავებს. ამის ძირითადი მიზეზი საქართველოსა და იტალიის მედიაბაზრებს შორის უზარმაზარი სხვაობაა", - გვიხსნის რობინ ჯელისი, სატელევიზიო მედიამარკეტინგის სპეციალისტი.

რაგბი ევროპის შეფი ოქტავიან მორარიუ ამბობს, რომ რაგბის სამყაროს ჩაკეტილი ბუნების გამო რაგბი ერთადერთი სერიოზული სახეობაა, რომელსაც არ აქვს ევროპის ჩემპიონატი. შესაძლოა, საქართველომ მოკლევადიან პერსპექტივაში პრობლემები მოუტანოს ექვსი ერის ორგანიზაციას, მაგრამ ეს ცვლილება კარგია გრძელვადიანი გათვლით.

საქართველო ლამის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც რაგბის სერიოზულად თამაშობენ, მაგრამ არასოდეს ყოფილან ბრიტანეთის კოლონია. სწორედ ამ სპორტის იმპერიალისტური წარმოშობის გამო ძნელია მისი გლობალური განვითარება.

მაყურებელთა დიდ ნაწილს სიამოვნებს, როცა აუტსაიდერი გუნდი იმარჯვებს ფავორიტზე, როგორც ეს იაპონიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩში მოხდა. მათ ნამდვილად გაახარებთ საქართველოს შემდგომი წარმატებები, მაგრამ სანამ ექვსი ერი კარტელის ტიპის ორგანიზაციაა, საქართველოს შანსი არ მიეცემა".
მკითხველის კომენტარები / 27 /
აქსიომაა ადამიანური საზოგადოების - კონკურენცია პროგრესის მამოძრავებელი ძალაა. რაც მეტად გააგრძელებს 6 ერი კარჩაკეტილობას და რაც უფრო დიდხანს არ ექნებათ 6 ერის გუნდებს ჩამორჩენის, გავარდნის და დაქვეითების შიში, მითუფრო გაიზრდება ნაპრალი ჩრდილო ნახევარსფეროსა და სამხრეთ ნახევარსფეროს შორის და ეს ნაპრალი ევროპელების სასარგებლოდ ნამდვილად არ იქნება.
6 ერის ორგანიზატორი კი კერძო კომპანიაა, მაგრამ სად არის რაგბის ევროპის კავშირი, ნუთუ მათ სიტყვაზე მეტი ფასი კერძო ორგანიზაციას აქვს რაგბში? არადა ერთი დადგენილებით შეუძლიათ საერთოდ გააუქმონ ეგ ნაქები 6 ერი და მერე ვინ ვის დაარიგებს ჭკუას საკითხავი იქნება. უნდა ჩატარდეს ევროპის ჩემპიონატი ნამდვილად, ეს კლასსაც აამაღლებს გუნდების და პატარა ქვეყნებსაც მისცემს სტიმულს წარმატების მისაღწევად
ქუთათური
05 ივლისი 2016 14:49
0
მოდი პროფესორობას შეეშვი ჩემო ძმაო და თვითონ დაფიქრდი ცოტა. პლეი-ოფი ზუსტად მაგიტომ არსებობს, რომ ძლიერმა ჩაანაცვლოს სუსტი. თუ იტალია ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდება, დარჩება 6 ერში, თუ არადა მომდევნო წელს ექნება შანსი დაიბრუნოს ძველი ადგილი. აბა შენ ის მიგაჩნია სამართლიანობად, რომ ჩვენი ბიჭები ერთი თავით მაღლა არიან იტალიელებზე და მაინც ისინი არიან 6 ერზე? ისე ცნობისთვის, იტალიაც არ არის დიდი ხნის დამატებული 6 ერზე, მაშინ არ გამოუთქვამთ გაფართოებაზე პროტესტი და ეხლა ჩვენმა შიშმა რომ შეიპყრო ეხლა გახდა 6 ერის გაფართოვების იდეა იტალიელებისთვის ასე მიუღებელი? შენ მიდი ჩემო ძმაო და ფეხბურთს უგულშემატკივრე ისევ, როგორც ერთა დაწერა აქ ფეხბურთი ყოფილა ძალიან სამართლიანი, თან განსაკუთრებით თურმე ფიფას და უეფას კორუფციული სკანდალის ფონზე ყოფილა სამართლიანობა ზენიტში
giorgi-ს
05 ივლისი 2016 14:40
0
ბოლო მსოფლიო ჩემპიონატმა ნათლად აჩვენა რომ 6 ერს მომავალი არ აქვს... სამხრეთ ნახევარსფეროსთან შანსიც არ აქვთ, რაც უფრო მეტად ჩაიკეტებიან საკუთარ თავში მით უფრო მეტს დაკარგავენ... თბილისში იტალიას, შოტლანდიას და დღევანდელ საფრანგეთსაც თავისუფლად შეგვიძლია მოვუგოთ!!!
musenbazi
02 ივლისი 2016 20:47
0
იტალიის გულშემატკივარს-საქართველო უკვე გადაიზარდა ევროპა ლიგისგან,უნდა მიეცეს შანსი 6ერში დასამკვიდრებლად,იტალიამ თავის თავს მიხედოს,ეს მარტო მსოფლიო რაგბის განვიტარებას შეუცყობს ხელს
ალეკსანდრე
02 ივლისი 2016 19:55
0
გიორგი გენაცვალე, იქნება უფრო ნათლად ახსნა რის თქმა გინდოდა?რა ხელის მოთბობა ან რას ნიშნავს სხვის ხარჯზე გაკეთება?
sake
02 ივლისი 2016 19:52
0
იმ კომერციულ ტურნირს ხელი კარგად მოუჭირონ და რასაც მოიგებენ 5–6 წელიწადში ნახავენ. რაც შეეხება იტალიას, ჩამოვიდეს საქართველოში და რა სახელითაც წავა, რომში დაიტრაბახოს
+_+
02 ივლისი 2016 14:27
0
ჩვენი სურვილი მაღალ დონეზე თამაში, განვითარება და ნამდვილი წარმატებაა, თუმცა სიმართლე და რეალობა ჯონ ფეჰანის ნათქვამია: "ექვსი ერის სადარდებელი არ არის, როგორ განვითარდება ქართული და რუმინული რაგბი". დიახაც, სპორტი კომერციაა და თუ საქართველოს და რუმინეთს მიიღებენ, ამით "ექვსი ერი" მხოლოდ წააგებს. წარმოიდგინეთ, ზედმეტი ხარჯი, დიდ მანძილზე ფრენა, იაფი ბილეთები(საქართველოში 50 ევროს რაგბის საყურებლად ძალიან ცოტა გადაიხდის), ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის არქონა და ა.შ. რაგბი ერთგვარი კლუბია, სადაც არის ელიტა და ე.წ. "მომსახურე პერსონალი", ჰოდა, რატომ შეიყვანს ელიტა თავის ოჯახში მეორეხარისოვან პერსონალს?! მით უმეტეს, ამ "ელიტის" გარდა რაგბი შემოსავლის მომტანი არსად არის და დიდი ხანი არც იქნება.
გიო
02 ივლისი 2016 14:16
0
ცოტა დაფიქრდით ხალხო რას ამბობთ. დავუშვათ დაინერგა პლეიოფის სისტემა და გამოვარდა იტალია ჩვენ კი შევედით. მერედა სად ვუშვებთ იტალიას? რუსეთთან პორტუგალიასთან ესპანეთთან და რუმინეთთან? ეს ხომ კატასტროფა იქნება იტალიური რაგბისათვის. თუ ჩვენ რადგან მოვითბობთ ხელს იტალიელები კჩორტუ? ასე არ არის სხვის ხარჯზე შენ გაკეთდე. ერთადერთი გამოსავალი ალბათ იქნება გაფართოება 6 ერის. მაგრამ მანდაც პროლემებია ცხრილზე.
giorgi
02 ივლისი 2016 14:14
0
ჩვენი ბიჭების წარმატებებით აჟიტირებული არ ვამბობ,მაგრამ დარწმუნებული ვარ იტალიელებთან წარმატებაში.
sake
02 ივლისი 2016 13:21
0
კონკურენცია სადაც არაა, კი, ვიცით რაც ხდება..

რაგბი ეროვნულ სპორტად აქციეს ჩვენმა საამაყო მორაგბეებმა!!!
გული სიამაყით მევსება, როცა ამგვარ სურათებს ვუყურებ! - ღირსეული და გოლიათი ქართველები დგანან ჰიმნზე მხარდამხარ და მერე იწყება ძალიან ღირსეული და თავდადებული თამაში...

როგორმე უნდა მოვახერხოთ ბობოლებთან თამაში!!!!

უსამართლობაა, ჩვენ ბიჭებს სანსი რომ არ ეძლევათ!
18 წლამდე და 20 წლამდე ნაკრებიც წარმატებით თამაშობს, დიდ ბორჯრალოსნებშიც დიდი კონკურენციაა და 2 ნაკრები გამოვა მათგან, რომელიც ცალ-ცალკეც კი აოტებს იტალიელებს, რომლებიც, ბუნებრივია, ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებიან ჩვენს მისწრაფებებს..

კუნძულელებთან თამაშმა ზალიან დიდი იმედები ჩამისახა! - თან ბიჭებს არეული ჰქონდათ დრო და ჟამი, აქეთ აკლიმატიზაცია, იქით სტუმრად თამაში და რაც მთავარია, მძიმე არტილერიის, - გორგოძის, ჩილაცავას, მიქაუტაძის, ნარიაშვილის... გარეშე გადახნეს მინდორ-ველები!!!!!

ღმერთო, მოგვეცეს სანსი ბობოლებთან თამაშისა და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად და მეტად მოუმატებენ ბიჭები!!!

ბარაქალა თქვენს მშობლებსა და ერს, ვაჟკაცო მორაგბეებო!!
მილტონ ჰეიგს კი ზალიან დიდი მადლობა და მადლიერება!!!
ვასო
02 ივლისი 2016 12:53
0

სიახლეები პოპულარული