ლაშა მალაღურაძე: საქართველოში რაგბი უკვე ფეხბურთზე პოპულარულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ლაშა მალაღურაძემ რუსულ gornovosti-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს მსოფლიო თასის ერთ-ერთ აღმოჩენად თვლიან. რის ხარჯზე მოახერხეთ ასე კარგად თამაში? ბოლო-ბოლო, ტონგას ნაკრები დაამარცხეთ...
- ჩემპიონატისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. 3 თვის განმავლობაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას წამითაც არ ვაძლევდით - ერთმანეთს მხარს ვუჭერდით.

მსოფლიო თასი ტონგას დამარცხებით დავიწყეთ და ყველა მეტოქესთან მიზნად გამარჯვება დავისახეთ. ჯამში, სამთვიანმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.

- რამდენად პოპულარულია რაგბი საქართველოში?
- ვფიქრობ,
უკვე ფეხბურთზე პოპულარულიცაა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. საქართველოში ფეხბურთს ყოველთვის და ყველგან თამაშობდნენ - ახლა მსგავსი სიტუაცია უკვე რაგბიზეა.

- შენი აზრით, რა აკლია რუსეთის ნაკრებს საქართველოს დონემდე?
- რთული კითხვაა. რუსეთის ნაკრების მორაგბეები კარგი ბიჭები არიან. არაერთხელ მითამაშია თქვენი გუნდის წინააღმდეგ და ხშირად რთულად მოგვიპოვებია გამარჯვება.

ვფიქრობ, შეტევის ხაზი უკეთესი გვაქვს. უკეთესი გვაქვს ხასიათიც. იყო თამაშები, როცა წესით და რიგით უნდა მოგეგოთ, მაგრამ აგებდით...

- საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩები იმდენად დაძაბულია, რომ საქმე არაერთხელ ჩხუბამდეც კი მისულა... მატჩის დასრულების შემდეგ გარჩევები გრძელდება თუ ნორმალურად ეკონტაქტებით ერთმანეთს?
- მატჩის შემდეგ კონფლიქტი აღარ არსებობს. ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და გასაყოფიც არაფერი გვაქვს. მოედანზე ემოციურობის ფონზე ვჩხუბობთ, მაგრამ მატჩის მერე სხვა სიტუაციაა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
ლადოს. მოდი ასე ვთქვათ ჩემო ლადო. როდესაც მე თბილისის დინამოს (70-ნი -80-ნი წლები) თავგადაკლული გულშემატკივარი ვიყავი და ყოველ შემდეგ საფეხბურთო თამაშს მოუთმენლად ველოდი (ისევე როგორც ყველა საქართველოს მოქალაქე) შენ ალბათ ჯერ ამ ქვეყანაზე მოლენილიც არ იყავი. თუნდაც ცოდნა ფეხბურთის სფეროში (ვიცი ყველა პრიზიორი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების, გამარჯვებულები და ფინალისტები ყველა ევრო თასის, და არა იმიტომ რომ დამიზეპირებია)რომელიც დღეს ბევრს არ აქვს.
არ მინდა ძალიან გავაგრძელო, ამიტომ ვიტყვი რომ დღეს ქართული რაგბის უდიდესი გულშემატკივარი ვარ (ასევე კალათბურთის, ძიუდოს...) თუმცა ფეხბურთს ფაქტიურად აღარ ვუყურებ. რაში მაინტერესებს ვინ გახდება ესპანეთის ჩემპიონი (რეალი თუ ბარსელონა) და ამავდროულად მოიპოვებს ჩემპიონთა ლიგის ტიტულს (თუნდაც ინგლისის, იტალიის, გერმანიის გუნდები...). ისინი ჩემები არ არიან!!! რეალი, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერი, აბრამოვიჩი იგებენ რატომ, იმიტომ რომ დიდი ფული აქვთ. "პიროვნებები" ფეხბურთში (რამდენიმე გამონაკლისის გარეშე) გაქრნენ.
რაგბი იმიტომ მიყვარს რომ ის გახდა ქართველების თამაში (ისტორიაც გვიწყობს ხელს მაგ. ლელობურთი) და თავისი ვაჟკაცურობით შეეფერება ქართულ სულს. მომავალში აუცილებლად შევალთ ელიტაში. ღმერთმა ქნას ქართული ფეხბურთიც აღორძინდეს.
ნუ დაბლოკავთ! PLS
sandro K.
30 აგვისტო 2016 16:42
0
ხალხს ნუ ატყუებტ რაგბისტები, რაგბის სულ არ ჩირდება სტადიონი, ყანაშიც იტამაშებ რაგბს, ფეხბურტს კი იმხელა იფრა სტუქტურა უნდა ბავშვებიდან დაწყებული დიდებიტ დამტავრებულს, მაგარი მოედნები უნდა, საფრანგეტში ვცხოვრობ და ვიხედები სად ტამაშობენ და იზრდებიან ფეხბურტელები და რა ცუდ მოედნებზე ტამაშობენ რაგბისტი ბავშვები, არ გრცხვენიატ რომ იტყუებიტ
simartle
30 აგვისტო 2016 16:41
0
აი ნახავთ ნოემბერში იაპონიასთან და სამოასთან, ამხანაგურ თამაშებზე როგორ |შეივსება დინამო არენა....ფეხბურთში კი ამხანაგურ თამაშზე ბრაზილია და არგენტინაც რომ ჩამოვიდეს მაინც არ მივა ნახევარი და რადგან საშინელებაა იმის ყურება როდესაც შენი ფეხბურთელები შენელებული კადრივით დარბიან, ყველა ბურთზე ბოლომდე არ იბრძვიან და დაცვაში გამოშტერება და კონცენტრაციის დაკარგვა ემართებათ, მე მაინც ვუყურებ ფეხბურთსაც როგორც ჭირისუფალი მაგრამ სტადიონის შევსება ფეხბურთს კარგა ხანი არ ელოდება სამწუხაროდ
qomagi
30 აგვისტო 2016 16:34
0
კი, ბარეორი ბოღმისგან გამსკდრობამდე მისულის ჯინაზე. ამ ეტაპზე რაგბი ფეხბურთზე წინაა საქართველოში.
giga
30 აგვისტო 2016 16:34
0
ლადო მგონი ლეტარგიულ ძილში იყავი და ახალი გაღვიძებული ხარ... რუმინეთთან თამაშზე 55 000იანი დინამო შეივსო... ფეხბურთში კი პირველად და უკანასკნელად დინამოს გახსნაზე საფრანგეთთან შეივსო სტადიონი
qomagi
30 აგვისტო 2016 16:29
0
ქართული რაგბი ქართულ ფეხბურთზე მეტად პოპულარული უდავოდ არის.
მაგრამ როგორც სპორტი ფეხბურთი პირველია. ჩემპიონტა ლიგა, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი, დიდი საფეხბურთო ქვეყნების ჩემპიონატები... ფეხბურთი უბრალოდ ზე სპორტია
gago
30 აგვისტო 2016 16:28
0
თუ გენიოსი გიოს კომენტარს დებთ "შიო"ს კომენტარმა რა დააშავა
"Shio"
30 აგვისტო 2016 16:06
0
ღადაობ რა სისულელეა ,რაგბი არა ჰოკეი .სად რაგბი სად ფეხბურთი.ფეხბურთი იყო არი და იქნება.სტადიონი რაგბის თამაშზე მარტო რუსეთთან თუ ივსება აი როცა ფეხბურთის ნაკრები თამაშობს სტადიონი ძირითადად სუ ივსება.
Lado
30 აგვისტო 2016 15:59
0
გიო, ეგ შენი აზრები შეინახე შენს გენიოს თავში. ფეხბურთი სპორტი აღარაა, ფეხბურთი "ფსონების თამაშია".
shio
30 აგვისტო 2016 15:34
0
იმდენად საშინელ ფეხBურთს ვთამაშობთ მე პირადად რაგბის ყურებით მეტად მომწონს, და ბევრი გუშემატკივარიც გაიჩინა რაგბმა, რაც მთლიანად ჩვენი ბიჩების დამსახურებაა, მაგრამ რამოდენი მოგეული თამაში და ფეხბურთზე სტადიონი ყოველთვის გაივსება ....
gelashvilis fani
30 აგვისტო 2016 15:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული