ლაშა მალაღურაძე: საქართველოში რაგბი უკვე ფეხბურთზე პოპულარულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ლაშა მალაღურაძემ რუსულ gornovosti-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს მსოფლიო თასის ერთ-ერთ აღმოჩენად თვლიან. რის ხარჯზე მოახერხეთ ასე კარგად თამაში? ბოლო-ბოლო, ტონგას ნაკრები დაამარცხეთ...
- ჩემპიონატისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. 3 თვის განმავლობაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას წამითაც არ ვაძლევდით - ერთმანეთს მხარს ვუჭერდით.

მსოფლიო თასი ტონგას დამარცხებით დავიწყეთ და ყველა მეტოქესთან მიზნად გამარჯვება დავისახეთ. ჯამში, სამთვიანმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.

- რამდენად პოპულარულია რაგბი საქართველოში?
- ვფიქრობ,
უკვე ფეხბურთზე პოპულარულიცაა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. საქართველოში ფეხბურთს ყოველთვის და ყველგან თამაშობდნენ - ახლა მსგავსი სიტუაცია უკვე რაგბიზეა.

- შენი აზრით, რა აკლია რუსეთის ნაკრებს საქართველოს დონემდე?
- რთული კითხვაა. რუსეთის ნაკრების მორაგბეები კარგი ბიჭები არიან. არაერთხელ მითამაშია თქვენი გუნდის წინააღმდეგ და ხშირად რთულად მოგვიპოვებია გამარჯვება.

ვფიქრობ, შეტევის ხაზი უკეთესი გვაქვს. უკეთესი გვაქვს ხასიათიც. იყო თამაშები, როცა წესით და რიგით უნდა მოგეგოთ, მაგრამ აგებდით...

- საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩები იმდენად დაძაბულია, რომ საქმე არაერთხელ ჩხუბამდეც კი მისულა... მატჩის დასრულების შემდეგ გარჩევები გრძელდება თუ ნორმალურად ეკონტაქტებით ერთმანეთს?
- მატჩის შემდეგ კონფლიქტი აღარ არსებობს. ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და გასაყოფიც არაფერი გვაქვს. მოედანზე ემოციურობის ფონზე ვჩხუბობთ, მაგრამ მატჩის მერე სხვა სიტუაციაა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
რა რაგბი? რა ფეხბურთი? ან ჩოგბურთი სადაა ან კალათბურთი ქვეყანაში სპორტი არა არსებობს ...ცარიელი რაგბით ტვინი წაიღეს უკვე!!!რაგბი ფეხბურთზე მაღლა ვერასდროს იდგება მსოფლიოში ერთი საქართველოა ბაიყუში, რაგბი ფეხბურთის ქვესახეობაა და ინგლისურად ქვია რაგბი ფუთბოლ
gio
30 აგვისტო 2016 22:58
0
ქართული ფეხბურთისა გაგონებაზეც კი რწყევის შეგრძნება მიჩნდება!მკვდარია უკვე ჩემთვის ქართული ფეხბრთი!
levani
30 აგვისტო 2016 22:34
0
რაგბი რაზეა ბაზარი ტოოო
kaxa
30 აგვისტო 2016 18:55
0
Vgijdebi ise miyvars fexburti,magram chveni nakrebis yurebas mirchevnia isev ragbs uyuro imitom rom ragbistebi yvelafers deben stadionze rom moigon, rasac fexburtze ver vityvi, rac zalian sacyenia.
dat
30 აგვისტო 2016 18:50
0
რატომ ადარებთ საერთოდ? რაგბი რაგბია და ფეხბურთი - ფეხბურთი :)
წარმატებული ადამიანების ყურება ხალხს რომ მეტად მოწონს არ არის ეს გასაკვირი. ფეხბურთში კი, სამწუხაროდ ბოლო წლებია ვერაფრით დავიკვეხნით.

პ.ს. აქახსენეს, რომ თურმე რაგბიში ბობოლა გუნდებს ვერ ვუგებთ... :)
გ ვ ე თ ა მ ა შ ო ნ რეგულარულად და ვნახავთ როგორი შედეგები გვექნება. :)
MESSER
30 აგვისტო 2016 18:05
0
ნოემბრის ტესტებზე დაგანახებთ რომელი უფრო პოპულარულია, ჩივაძე რო მაგარი იყო იმ ხალხის გულის გასახეთქად, ამოვიდა ყელში იმპოტენტების ბალეშიკობა, ავსტრია ამოგვდებს ეხლა, ხალხიც დაიკიდებს და ნოემბრის ტესტებზე რო გავავსებთ სტადიონს და იაპონიას და სამოას გადავუვლით იძახეთ მერე ფეხბურთი ჯობიაო, ვენაცვალე ჯიგარში ამ ბიჭებს, ბრძოლასა და ჟინში, იმპოტენტი არაფრის მაქნისებს კი არ გვანან
რაგბი ჩვენი თამაშია
30 აგვისტო 2016 17:43
0
შემოდგომაზე ნახავთ როგორ გაივსება სტადიონი იაპონიასტან შეხვედრაში, ეს კი არა და ბილეტების შოვნაც არ იქნება ადვილი
ალეკსანდრე
30 აგვისტო 2016 17:35
0
რა გაყურებინებთ ამ რაგბს საერთოდ? საქართველოს თამაშებს ყველა სახეობაში ვუყურებ მათ შორის რაგბსაც მაგრამ უბრალოდ სასაცილოა თქმა იმისა რო რაგბი პოპულარლია ფეხბურთზე ან სხვა სპორტის სახეობაზე. რაგბის ფედერაცია ახდენს ყოველდღიურ პიარს მაგრამ ხომ ვიცით რომ ბობოლა გუნდებს ვერ ვუგებთ და კარგი ხანი ვერ მოვუგებთ და ეს მშვენივრად იციან თუმცა პიარი მაინც მუშაობს და ბოლდება ხალხი. დღეს ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობებია ჭიდაობა და მძლეოსნობა! მორჩით სხვა მაჩანჩალა სპორტის სახეობებზე წერას რადგან არცერთ სპორტის სახეობაში მსოფლიოში ლიერები არ ვართ.
jokia
30 აგვისტო 2016 17:19
0
რაგბისტების ეს თAვდადება და კარგი სტარტი დასაფასებელია, ამიტომ მთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს ამ სპორტის განვითAრებას. დიდი ფული უნდა ჩAიდოს რაგბში რომ რასაც ამ ბიჭებმა თAვისი თავდადებით მიაღწიეს ის წარმატება შევინარჩუნოთ და უფრო მეტზეც ვიფიქროთ. სხვა შემთხვევაში გავფლანგავთ ჩვენ შანსებს ისევე როგორც სპორტის სხა სახეობებში მოვახერხეთ ეს. ვგულისხმობ ფეხბურთს პირველ რიგში
tbiliseli2
30 აგვისტო 2016 17:10
0
მე ფეხბურთიც მიყვარს და რაგბიც, მაგრამ. ეს რევანშისტული განცხადებები არასწორია რო ფეხბურთზე ივსება და გაივსება სტადიონებიო. ხალხი. იმდენად არ აფასებს რაგბისტებს და არ დადის სტადიონზე მაგრამ მოვა დრო და ყოველთვის გაივსება რაგბის თამაშზე სტადიონი. ხალხიბრაგბისტებს არ აფასებს რაგბისტები ხალხს დიდ პატივს სცემენ, ფეხბურთელები გულშემატკივარს პატივს არ სცემენ და აგინებენ აქეთ და ხალხი მაინც პატივს სცემს. ბედის ირონიაა..
რაგბი ჩვენი თამაშია
30 აგვისტო 2016 16:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული