BBC: მსოფლიო რაგბის ბოსებმა ექვს ერზე გადაწყვეტილება მიიღეს

AutoSharing Option
BBC იტყობინება, სანდო წყაროზე დაყრდნობით, რომ მსოფლიოს რაგბის ადმინისტრატორებმა თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას ახალ სარაგბო კალენდართან დაკავშირებით, რომელიც ძალაში 2019 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ შევა.

წყაროს ცნობით, საერთაშორისო მატჩები (ტესტები) ნაკლები იქნება, რადგან 4 წელიწადში ერთხელ შესაძლოა, ზაფხულის ტურები აღარ გაიმართოს.

ექვსი ერის პირველობა არ გადავა თებერვლის თვიდან მარტის გრაფიკში. ბრიტანელი და ირლანდიელი "ლომების" ტურებსაც არ შეეხება კალენდარში ცვლილება, არც მსოფლიოს თასს - ის ისევ სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.

რა ცვლილებები მიიღეს
* მსოფლიოს თასის მომდევნო ზაფხულში ტურები არ იქნება (ან შემცირდება).
* პრემიერშიპი და
პრო-12 უფრო გვიან დაიწყებს სეზონს და ივნისში დაასრულებს.
* სუპერრაგბიც სამხრეთ ნახევარსფეროში ამ დროს გაიმართება.

რა ცვლილება არ მიიღეს
* ექვსი ერი და მსოფლიოს თასი უცვლელია.

ყველა ცვლილება, რასაც მსოფლიო რაგბის მამები მიიღებენ, ორგანიზაციის მომდევნო შეკრებაზე ნოემბერში გაივლის რატიფიკაციას. ახალი კალენდრის დამტკიცების შემდეგ მეტი თანამშრომლობა შედგება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროს სარაგბო ქვეყნებს შორის.

იტალიური მედიის ცნობით ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან საქართველო, აშშ, იაპონია, მეტ ტესტს მიიღებენ პირველი დონის ქვეყნებთან. აქვე დავძენთ, რომ უშუალოს BBC-ის საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ არის, განსხვავებით იტალიური მედიისგან (მაგალითად: rugby1823), რომლებიც პირველწყაროდ სწორედ BBC-ის იმოწმებენ.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა ედი ჯონსმა სააგენტოს განუცხადა: "ბევრი ცვლილება კარგი ჩანს მორაგბეებისთვის და ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროს ქვეყნებისთვის. დიდ ცვლილებებს არ ველით, ეს უფრო კოსმეტიკური ხასიათისაა. რაღაც-რაღაცები, ტრადიციების წყალობით, უცვლელი რჩება და ეს კარგი ტრადიციებია".
მკითხველის კომენტარები / 14 /
პეტრე კუპრუ ზიუდოსჰი რო ცჰვენ სჰედეგები გვაქვსისეტი ყველასჰი გვქონდეს ნეტა.
giga
28 სექტემბერი 2016 14:59
0
მოდი ნურავის ნურაფერს ნუ დავუმტკიცებთ. ვითამაშოთ და მოვიგოთ რა...
მოლანდება
15 სექტემბერი 2016 22:09
0
რაგბის მამებს აშშ და იაპონია აინტერესებთ, აინტერესბთ მათი უზარმაზარი ბაზარი და 400 მილიონი ადამიანი, რომელიც შეძლებული მომხმარებელია. რაგბის მამებს აინტერესებთ რაგბის პოპულარიზაცია ამ ორი ქვეყნის უზარმაზარ ბაზრებზე. რაგბის მამებს არ აინტერესებთ 4.5 მილიონიანი საქართველო, ქვეყანა რომლის მოსახლეობა მსოფლიოში 115 ადგილზე არის მთლიანი შიდა პროდუქტის გამომუშავებით ერთ სულ მოსახლეზე.
ლუკა
15 სექტემბერი 2016 16:10
0
ჯერ დავუმტკიცოდ რეგბის მამებს რომ ღირსი ვართ იქ თამაშისა იაპონიას და სამოას თუ მოუგებ ეგ დიდი ბედენა ნამდვილად არ არის. აი ნოემბერში შოტლანდიას თუ ჩავხდით ტსტ მატჩებზე მერე კიდევ შეიძლება ლაპარაკი საქართელოს 6 ერის გათამაშებაზე.
misha
15 სექტემბერი 2016 15:40
0
სტატია ყურადღებით წავიკითხე. საქართველო არსადაა ნახსენები. მე მგონი, საერთოდ ფეხებზე დაგვიკიდეს. ეს რეტგროგრადები იმას მიაღწევენ, რომ რაგბის იგივე დაემართება რაც ფეხბურთს - აღარ განვითარდება.
gogig
15 სექტემბერი 2016 10:34
0
არგენტინა გვჯიგრობს და მაგათთან უნდა ვეცადოთ ტესტების ჩატარება.
giga
15 სექტემბერი 2016 10:07
0
მოკლედ საქართველომ მარტო სანაკრებო კი აარა საკლუბო დონეზეც უნდა მიაღწიოს წარმატებებს. სხვანაირად ვერ მოხვდები 6 ერში
nika
15 სექტემბერი 2016 08:44
0
ერთი დაგვრჩა, მსოფლიოზე გავანადგუროთ ამ 6-იდან ვინც შეგვხდება.
dceaq
14 სექტემბერი 2016 22:49
0
პეტრე, ვიყოთ მაშინ ერთა თასზე და მოვიგოთ ყოველ წელს. მე ის გამარჯვება უფრო გამიხარდება წელიწადში ერთხელ რომ მოვუგებთ დიდ გუნდს, ვიდრე რუმინეთი რომ გვყავს დათრეული ყურებით და ვათრევთ აქეთ იქით.
ახალგაზრდების შედეგები მაინც გადახედე, რამხელა სხვაობაა ჩვენს და ერთა თასის გუნდებს შორის
zaza
14 სექტემბერი 2016 22:01
0
სრულიად ვეთანხმები ზაზას ტრადიციებთან დაკავშირებით. სამხრეთის ქვეყნებთან და კუნძულელებთან რომ ყოფილიყო შესაძლებელი ტესტების გაჩალიჩება საერთოდ არ უნდა გაეკარო მაგ მშიშარა და შურიან 6 ერს
grisha
14 სექტემბერი 2016 21:05
0

სიახლეები პოპულარული