"ახალი ზელანდია აკონტროლებს რაგბის ამ პლანეტაზე, მათ ხელშია ნებისმიერი დეტალი, ყოველი წესი, რომელიც იცვლება, ახალი ზელანდიის კარნახითაა მიღებული.
ახლა ისინი უშუალოდ აკონტროლებენ რაგბის ძალიან ბევრ ქვეყანაში: იაპონიაც ხელში ჩაიგდეს, შოტლანდია დაიბრუნეს, მათ გაწერილი აქვთ გეგმები. უელსი მათ ხელშია, ირლანდია, საქართველო...", - ამბობს ჯონსი.
"დიახ, ზელანდია ჭკვიანი ქვეყანაა, მათი მწვრთნელები სუპერრაგბის კლუბებში წარმატებულნი არიან, მათი მწვრთნელები გაცდნენ
შეგახსენებთ, რომ ბოლო მსოფლიოს თასზე ზელანდიელი მწვრთნელი ჰყავდა საქართველოს, კანადის, ფიჯის, ირლანდიის, შოტლანდიის, უელსისა და, რა თქმა უნდა, ახალი ზელანდიის ნაკრებებს.
საქართველოს ნაკრებს 2011 წლიდან ზელანდიელი მილტონ ჰეიგი წვრთნის, სწორედ მის ხელში ავიდა "ბორჯღალოსანთა" გუნდი ახალ სიმაღლეებზე. ჩვენმა ნაკრებმა 2015 წლის მსოფლიოს თასზე მომდევნო ჩემპიონატის საგზური ყოველგვარი შესარჩევი მატჩების გარეშე დაიბევა და გუნდი მსოფლიოს რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა.
ჯონსმა თქვა რომ ზელანდიელები ყველგან დომინირებენ და მათი დომინაცია უნდა შევაჩეროთ თუ გინდა საუკეთესოები ვიყოთო და ამ სიტყვების გასამყარებლად მოიტანა მათშორის ის ზელანდიელი მწვრთნელები ვინც ევროპაში ნაკრებების მთ. მწვრთნელებად მუშაობენ, მათშორის საქართველო და მილტონ ჰეიგი
იმენნა არარ იკითხება აქ სტატიები რა