იაპონიის ნაკრები ნოემბერში ოთხ მატჩს გამართავს. 5 ნოემბერს ეს გუნდი ტოკიოში არგენტინის ნაკრებს უმასპინძლებს და მერე ევროპაში გამოემგზავრება, სადაც სამი მატჩის გამართვა მოუწევს. როგორც უკვე ვთქვით, პირველი ევროპელი მეტოქე იაპონელებისთვის ჩვენ ვართ.
იაპონელთა ახალმა ახალზელანდიელმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა მოკლევადიან შეკრებაზე 35 მორაგბეს უხმო, რომელთა შორის 15 დებიუტანტია.
"ნოემბერში ნაკრების 10 მორაგბე დაგვაკლდება სხვადასხვა მიზეზის გამო - ზოგს ტრავმა
არგენტინასთან სათამაშოდ მოსამზადებლად სულ რაღაც ექვსი დღე გვექნება. ამიტომ ამ მინი-შეკრებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. შევხვდები მოთამაშეებს, გავარკვევ მათთან ურთიერთობას და დავადგენთ იმ მორაგბეს, რომელიც გუნდს წინ წაუძღვება.
ვფიქრობ, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმო მწვრთნელისა და მოთამაშეების ურთიერთობას, რომლის დალაგების გარეშეც შეუძლებელია რაიმე სერიოზულ შედეგზე ფიქრი", - თქვა იაპონელთა მთავარმა მწვრთნელმა ჯიმი ჯოზეფმა.
იაპონელებს ნოემბრის ტესტებზე არ ეყოლებათ: ჰიოროში იამაშიტა, მაიკლ ლიტჩი, ჰენდრიკ ტუი, რიუ ჰოლანი, აიუმუ გორომარუ და მიფიპოსეტი პაეა.
არგენტინისა და საქართველოს გარდა, იაპონელები 19 ნოემბერს კარდიფში უელსის ნაკრებს, ხოლო ერთი კვირის თავზე საფრანგეთში ფიჯის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.
იაპონია
შერკინება: სამუელ ანაისი, ჰეიშირო იტო, კეიტა ინაგაკი, მალგენე იაუა, კაძუჰიკო უსამი, ჰიტოში ონო, კიოსუკე კაჯიკავა, ტაკეში კიძუ, ნაოჰირო კოტაკი, იოშიტაკა ტოკუნაგა, შუნასუკე ნუნომაკი, კენსუკე ჰატაკეიამა, ტაკეში ჰინო, შოთა ჰორი, შუჰეი მაცუჰაში, ამანაკი მაფი, მასატაკა მიკამი, იუიმარუ მიმურა, კოკი იამამოტო.
უკანა ხაზი: ტაკაჰირო ოგავა, ჯუმპეი ოგურა, კოსეი ონო, მალე საუ, იასუტაკა სასაკურა, იოშიკაზუ ფუჯიტა, კარნე ჰესკეტჩი, ტიმ ბენეტსი, კოტარო მაცუშიმა, იუკი იოტამი, ლომანო ლემეკი, ამანაკი ლოტოაჰეა.
ნოემბრის ტესტები
12 ნოემბერი
საქართველო-იაპონია
19 ნოემბერი
საქართველო-სამოა
26 ნოემბერი
შოტლანდია-საქართველო.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"