გასაგებია, რომ "ბოკეს" თაობათა ცვლილება აქვს. ასევე იცვლება თაობა ახალი ზელანდიის ნაკრებშიც, მაგრამ ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი და უძლეველია, ვიდრე აქამდე იყო. ცხადია, ყველას, ქომაგებს, სპეციალისტებს აინტერესებთ, როდემდე გასტანს ასე, ვინ შეარყევს "ოლ ბლექსის" ჰეგემონიას.
სარაგბო ვებგვერდმა worldrugbyvids-მა მსოფლიოს ნაკრები შეარჩია, რომელსაც მისი აზრით, ახალი
თითოეულ მორაგბეს თან ახლავს worldrugbyvids-ის დახასიათება. აი, რას წერენ გორგოძეზე:
"მოთამაშე, რომელმაც სიტყვა "შიშის" მნიშვნელობა არ იცის. მის უძლიერეს კონტაქტებს უდიდესი დანიშნულება ექნება".
მსოფლიოს ნაკრები
1. ტენდაი მთავარირა (სამხრეთი აფრიკა): ამ გუნდს აუცილებლად სჭირდება "მხეცი".
2. მალკოლმ მარქსი (სამხრეთი აფრიკა): ახალგაზრდა სამხრეთაფრიკელი ფიზიკურად ძლიერია, ზუსტად აგდებს ბურთს დერეფანში და შესანიშნავად მუშაობს უდიდესი წნეხის ქვეშ;
3. რამირო ერერა (არგენტინა): არგენტინელი ბურჯი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და შერკინების ნამდვილ ოსტატად ყალიბდება.
4. მარო იტოჯე (ინგლისი): შეუძლებელია, 2015 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბე უძლიერესთა შორის არ შეიყვანო. მისი თამაში დინამიკაში ფანტასტიკურია.
5. ებენ ეცებეთი (სამხრეთი აფრიკა): სიმძლავრე, სიმძლავრე და კიდევ ერთხელ სიმძლავრე. ის მსოფლიოს ნაკრების ყველანაირ ფორმაციაში უნდა იყოს არჩეული.
6. მამუკა გორგოძე (საქართველო): მოთამაშე, რომელმაც სიტყვა "შიშის" მნიშვნელობა არ იცის. მის უძლიერეს კონტაქტებს უდიდესი დანიშნულება ექნება.
7. დევიდ პოქოქი (ავსტრალია): "ოლ ბლექსი" თამაშს ბურთის ფლობაზე აგებს, პოქოქი კი ასეთ დროს იდეალურია;
8. სერჯო პარისე (იტალია): მიგვაჩნია, რომ უნივერსალი იტალიელი საუკეთესოა 8 ნომრის პოზიციაზე;
9. ბენ იანგსი (ინგლისი): აარონ სმიტისა და თი ჯეი პერენარას წინააღმდეგ, ამ როლში დიდი არჩევანი არ რჩება.
10. დენ ბიგარი (უელსი): "ოლ ბლექსთან" თამაშისას მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარიმო ქულებად იქცეს და ბიგარის ოსტატობა საამისოდ ზედგამოჭრილია.
ჯორჯ ნორსი (უელსი): მას, უბრალოდ, სახლში ვერ დატოვებ.
მანუ ტუილაგი (ინგლისი): ჯონათან დევისთან წყვილში ის მართლაც შესანიშნავ, მძლავრ შუა ხაზს შექმნის, რომელიც "ოლ ბლექსს" აუცილებლად გაუჩენს თავსატეხს.
ჯონათან დევისი (უელსი): ზემოთ ნახეთ.
სანტიაგო კორდერო (არგენტინა): ის უსწრაფესი მოთამაშეა. "ოლ ბლექსის" მსგავსი ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ აუცილებლად გჭირდებათ მორაგბე, რომელსაც საოცრებების კეთება შეუძლია.
იზრაელ ფოლაუ (ავსტრალია): ნამდვილი ფულბეკი. თავდაჯერებულია დაკიდებულ ბურთზე თამაშისას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"