ჩრდილოარგენტინულ ქალაქს ინგლისელთა მასპინძლობა სურდა, მაგრამ ახლა მთავარი კანდიდატია, რომ 2017 წლის 24 ივნისს "პუმებისა" და "ბორჯღალოსნების" მატჩს დაუხვდეს.
კარლოს ვაკა აგილარი, ხუხუის პროვინციის საერთაშორისო კოორდინატორი: "ჩვენ გვრჩება კარგი შანსი, სხვა ევროპულ ნაკრებს ვუმასპინძლოთ, რომელიც მსოფლიოს თასზე თამაშობს - ეს საქართველოა".
გაისად "ბორჯღალოსნები" ზაფხულის ტესტებს სამხრეთ ამერიკაში გამართავენ, სადაც არგენტინასთან ერთად, სავარაუდოდ, ბრაზილიასა და ურუგვაისაც შეხვდებიან.