მამუკა გორგოძე: მერაბ კვირიკაშვილი თანადგომას მთელი საქართველოსგან გრძნობს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ იაპონიასთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ბორჯღალოსნების" მზადყოფნასა და გუნდის ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც ცოტა ხნის წინ ავტოკატასტროფაში მეუღლე გარდაეცვალა.

"იაპონია საკმაოდ რთული მეტოქეა. მათ მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარეს. რთული მატჩი გველის. ბევრი მიიჩნევს, რომ სამოასა და იაპონიასთან ფავორიტები ვართ, თუმცა, ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენთან ისინი ითვლებიან ფავორიტებად.

თუმცა, ჩვენს მოედანზე არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, კარგი 3-დღიანი შეკრება გავიარეთ და მზად ვართ ბრძოლისთვის.

მერაბ კვირიკაშვილი, სპორტული თვალსაზრისით, კარგადაა და თანადგო
მას მთელი საქართველოსგან გრძნობს. მას ახლა სწორედ ეს სჭირდება. არავინ იცის, მის გულში რა ხდება და ეს არცაა სალაპარაკო".

"ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩს 12 ნოემბერს, იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

ასევე იხილეთ:
- საქართველოსა და იაპონიის მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია
- იაპონიასთან მატჩისთვის "ბორჯღალონების" 23-კაციან განაცხადში ორი დებიუტანტია
- ღვინისფერი "ბორჯღალოსნები" - საქართველოს ნაკრები შინდისფერ ფორმას იბრუნებს?
- ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე
- დღის კარიკატურა: ხევსური მებრძოლი უფრო მაგარია თუ სამურაი?
მკითხველის კომენტარები / 9 /
მამუკა გორგოძე- დიდი პატრიოტია ნამდვილად.ნამდვილი ქართველია, რაც შეეხება კვირიკაშვილს დავუდგეთ გვერდში მსგავსი უბედურება ყველას შეიძლება დაგვატყდეს თავს(ღმერთმა გვაშოროს) მაგრამ დავაფასოთ იმისთვის რაც აქამდე ქართული რაგბისთვის გაუკეთებია
რაგბი ჩვენი თამაშია
23:00 11-11-2016
0
გაიმარჯვეთ ბიჭებო,ჩვენთვის გაიმარჯვეთ და უფრო მეტად მეკოსათვის.ეს გამარჯვება ყველაზე მეტად ვფიქრობ მეკოს სჭირდება.ჩვენ კი თქვენს გვერდით გვიგულეთ.
სოსო
23:08 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული