16:51 12-11-2016
საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით
- მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე, კოიტო მიცუშიმას ლელოთი გახსნეს. ჰიკარე ტამურამ ვერ გარდასახა, თუმცა მანვე მალევე საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად.
"ბორჯღალოსნებმა" სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახეს - ლელო ჯერ ვიქტორ კოლელიშვილმა დადო 26-ე წუთზე, შემდეგ კი - ვასილ ლობჟანიძემ (38). მერაბ კვირიკაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 12:8 მოიგო.
შესვენების შემდეგ იაპონელებმა შეტევაში ჩვენი შეცდომით მეორედ ისარგებლეს და მეორე ლელო მითვალეს. თავი ლომაკე ლემეკიმ გამოიჩინა. ტამურამ კი ვერ გარდასახა.
საპასუხო ლელო "ბორჯღალოსნებმა" მალევე გაიტანეს. 50-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა ბექა ბიწაძემ დააგვირგვინა. კვირიკაშვილმა გარდასახა, შემდეგ კი საჯარიმოც გაიტანა და ანგარიშში მასპინძელთა უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია - 22:13.
მაგრამ ამის შემდეგ იაპონელებმა ზედიზედ ორჯერ დაგვიდეს ლელო - მე-60-ე წუთზე ლემეკიმ მეორედ დაამიწა ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი, სამი წუთის შემდეგ კი იგივე კენკი ფუკუოაკამ შეძლო. ამას ისიც დაერთო, რომ "ბორჯღალოსნები" კაცნაკლულები დარჩნენ - მსაჯმა საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ანზორ სიჭინავა გაასინბინა.
75-ე წუთისთვის იაპონელებმა კიდევ ერთი საჯირიმო გაიტანეს, დარჩენილ დროში კი ქართველმა მორაგბეებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს - საბოლოოდ 22:28, იაპონელთა სასარგებლოდ.
იაპონიასთან წაგებით "ბორჯღალოსნებმა" ხელიდან გაუშვეს ისტორიული შედეგის მიღწევის - მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვედრის შესაძლებლობა.
მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 19 ნოემბერს, სამოას ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, 26 ნოემბერს კი სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 39 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
"ხერხი სჯობია ღონესა" ალბათ ყველა ქართველისთვის ცნობილია და იქნებ ხერხის მასწავლებელი დაგექირავებინათ რომ ბობოლებთან რაღაც შანსი გაგვიჩნდეს. იაპონია კი ჩათვალეთ რომ უბრალოდ ლაკმუსის ქაღალდია რომელმაც რეალობა საკუთარი თვალით დაგვანახა. ევროპელები სულელები არ არიან და კარგად იციან საქართველოს რეალური ძალა და უაზრო გასეირნებებისგანაც იმიტომ იკავებენ თავს. ჩვენი ნაკრები ძალისმიერად არ ჩამოუვარდება არავის და ამის გამო ტრავმების მიღების ალბათობა დიდია და ჯამში ამ ყველაფრის გამო კიდევ დიდხანს არ გაგვაკარებენ ექვს ერს. ბევრმა ალბათ კარგად იცის აფერისტის თავაზიანი უარი რასაც ნიშნავს.
0
0
სისწრაფე ყველა სპორტში ჩვენი აქილევსის ქუსლია
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული