16:51 12-11-2016
საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO+PHOTO]
AutoSharing Option
- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით
- მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე, კოიტო მიცუშიმას ლელოთი გახსნეს. ჰიკარე ტამურამ ვერ გარდასახა, თუმცა მანვე მალევე საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად.
"ბორჯღალოსნებმა" სათამაშო უპირატესობა ანგარიშში ასახეს - ლელო ჯერ ვიქტორ კოლელიშვილმა დადო 26-ე წუთზე, შემდეგ კი - ვასილ ლობჟანიძემ (38). მერაბ კვირიკაშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 12:8 მოიგო.
შესვენების შემდეგ იაპონელებმა შეტევაში ჩვენი შეცდომით მეორედ ისარგებლეს და მეორე ლელო მითვალეს. თავი ლომაკე ლემეკიმ გამოიჩინა. ტამურამ კი ვერ გარდასახა.
საპასუხო ლელო "ბორჯღალოსნებმა" მალევე გაიტანეს. 50-ე წუთზე მასპინძელთა შეტევა ბექა ბიწაძემ დააგვირგვინა. კვირიკაშვილმა გარდასახა, შემდეგ კი საჯარიმოც გაიტანა და ანგარიშში მასპინძელთა უპირატესობამ 9 ქულას მიაღწია - 22:13.
მაგრამ ამის შემდეგ იაპონელებმა ზედიზედ ორჯერ დაგვიდეს ლელო - მე-60-ე წუთზე ლემეკიმ მეორედ დაამიწა ჩვენს ჩათვლის მოედანში ბურთი, სამი წუთის შემდეგ კი იგივე კენკი ფუკუოაკამ შეძლო. ამას ისიც დაერთო, რომ "ბორჯღალოსნები" კაცნაკლულები დარჩნენ - მსაჯმა საქართველოს ნაკრების დებიუტანტი ანზორ სიჭინავა გაასინბინა.
75-ე წუთისთვის იაპონელებმა კიდევ ერთი საჯირიმო გაიტანეს, დარჩენილ დროში კი ქართველმა მორაგბეებმა ანგარიშის შეცვლა ვეღარ შეძლეს - საბოლოოდ 22:28, იაპონელთა სასარგებლოდ.
იაპონიასთან წაგებით "ბორჯღალოსნებმა" ხელიდან გაუშვეს ისტორიული შედეგის მიღწევის - მსოფლიო რეიტინგის ათეულში მოხვედრის შესაძლებლობა.
მომდევნო ტესტ-მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში 19 ნოემბერს, სამოას ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, 26 ნოემბერს კი სტუმრად შოტლანდიას დაუპირისპირდება.
სიახლეები
პოპულარული
იაპონიას არ მოუგია, ეს თამაში ჩვენ წავაგეთ... კარგად გამოჩნდა, რომ 15 ნომრის პოზიცია ძალიან პრობლემურია და ახალი მოთამაშეები უნდა მოემზადონ აუცილებლად, მითუმეტეს 3 წელიწადში მსოფლიო თასია....
და კიდევ გარემარბის პოზიციაზე გიორგი ფრუიძე აუცილებლად უნდა ყოფილიყო