მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ იაპონიასთან დღეს განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით
- საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO]

"უპირველესად, მოწინააღმდეგეს ვულოცავ დღევანდელ გამარჯვებას. იაპონია ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ადრე უფრო ძლიერი გუნდი ჰყავდათ.

დღეს მეტოქე დავჩაგრეთ... არ მესმის როგორ წავაგეთ. ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

ვერ ვიტყოდი, რომ დღევანდელ შეხვედრაში განსაკუთრებით ბევრი ჯარიმა ავიღეთ. ვერავის ვერაფერს
დავაბრალებთ: იაპონიას ვეთამაშეთ, რომელიც საკმაოდ ძლიერი გუნდია და ეს მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოჩნდა. ასე რომ ნორმალური იყო ჯარიმათა ის რაოდენობა, რომელიც დღეს ავიღეთ", - განაცხადა გუნდის კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
მართალია ხერხი სჯობია ღონესო. აი ეს მოგვივიდა დღეს. ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ, გაიხარეთ, გაგვახარეთ.
kaxa
23:16 12-11-2016
0
ეს ზუსტად ისეთი მარცხი იყო, რომლისგანაც უნდა ისწავლო. მთავარია, იცოდე, რომ არც მარცხი და მით უმეტეს, არც სწავლა, სირცხვილი არაა....
მსქროლავი ტროლი
23:36 12-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული