19 ნოემბერს "ბორჯღალოსნების" მეტოქე სამოას ნაკრები იქნება, რომელიც გასულ უქმეებზე მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა ტულუზში, საფრანგეთის ნაკრებთან - 8:52. სამოელთა ასეთი მარცხი მართლაც მოულოდნელი იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ახალი ფორმაციის საფრანგეთის ნაკრები საქმეს ახალი აღმაფრენით შეუდგა და უნდა ველოდოთ, რომ "ლე ბლო" ისევ გრანდების შესაბამისად ითამაშებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯერჯერობით ცვლილება არ არის. შეძლებს თუ არა თამაშს დაშავებული ლაშა ხმალაძე, დღეს გახდება ცნობილი. ასევე, შესაძლოა, განხორციელდეს
საქართველო-სამოას მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა "მიხეილ მესხის" სტადიონის სალაროებში ყოველდღე, 11-დან 19 საათამდე შეუძლიათ, ფასი კი 3, 5 და 10 ლარია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"