სამოას მწვრთნელი: საქართველოსთან საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით

AutoSharing Option
19 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოსთან გასამართი მატჩის წინ, დღეს სამოას მთავარმა მწვრთნელმა ალამა იერემიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სამოელთა თავკაცი ქართველ ჟურნალისტებს ქართულად მიესალმა: "გამარჯობა სამოადან".

"რამდენიმე თვის წინ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშეთ. ვიცით, რომ მათი ძლიერი მხარე შერკინებაა. წინა შეხვედრაში ევროპელი ლეგიონერები დაგვაკლდნენ. ახლა, საბედნიეროდ, მათი თბილისში ჩამოყვანა მოვახერხეთ.

გუნდი ბევრმა გამოცდილმა მორაგბემ დატოვა და ახლა ახალი გუნდის შენების პროცესში ვართ. ბევრი ახალგაზრდა მორაგბე გვყავს. საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი პროგრესირებადი გუნდია და ხვალინდელ შეხვედრაში საუკეთესო შედეგის დაფიქსირებას ვეცდებით.

ჩვენ და
საქართველოს ბევრი მსგავსება გვაქვს. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. აქ ძალიან კარგად მიგვიღეს და ქართველებს დიდ მადლობას ვუხდით ასეთი სტუმართმოყვარეობისთვის", - განაცხადა იერემიამ.

საქართველოსა და სამოას დაპირისპირება 19 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 15:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული