"სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ!"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს

"გაოცებული ვარ მსაჯობით. საფრანგეთში სხვანაირად მსაჯობენ. დღეს რომ ფრანგი მსაჯი ყოფილიყო, ალბათ 1-2 მომენტში სამოელებს ყვითელ ბარათებს მისცემდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა.

შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. ავსტრალიასთან როგორ ითამაშეს, ალბათ თქვენც ნახეთ. უდავოდ ფავორიტები არიან და რთული მატჩი გველის, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ - ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ...

დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს,
ოღონდ არა მათი გულის მოსაგებად. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის მერე, ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არაუშავს ბიჭებოო.. სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ", - განაცხადა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ისე ეს კუნძულები სადაც დავიჭირეთ ყველგან მოვუგეთ. უკვე დროე ბობოლებსაც დავერიოთ. შოტლანდია ახლა მაგარ ფორმაშია და ჩემი აზრით შანსი არ გვაქვს, მაგრამ აი იტალიას 3დან სამივეს მოვუგებთ. იქნებ როგორმე გაგვიხერხონ მაგათთან თამაში ჩვენმა და რაგბის ბოსებმა და იქ გამოჩნდება თეთრი და შავი. ეს ერთა თასი უკვე ყელშია, რაღაც საიხლე გვინდა. იქნებ 6 ერზე ბოლო ადგილზე გასულს დაევალოს ჩვენთან 2 თამაში, გადასვლისთვის არა უფრო ,,განვითარებისთვის", არ შეიძლება ასეთი რამ მოვითხოვოთ თუ არ გვიშვებენ 6 ერში, ეს მაინც გაგვიკეთონ და მაშინ იტალიას მოუწევს ჩვენთან თამაში, უნდა ეს თუ არა.
qar
20 ნოემბერი 2016 23:20
0
ხომ ვხედავთ რომ ბოლომდე იხარჯებით და აბა სად უნდფა ვიყოთ !?
merabi
20 ნოემბერი 2016 22:23
0
მართალი ხარ ნიკოლოზ. ნაწილობრივ საკუთარი თავიც დამანახე. მართალია ეროვნული ნაკრების მატჩებს არ ვტოვებ სამაგიეროდ ერთხელაც არ ვარ ნამყოფი ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე.
giorgi
20 ნოემბერი 2016 19:52
0
ბიჭებო გენაცვალეთ მართ^ალია ცოტა ვინერვიულეთ მაგრამ იმედი მაინც ბოლომდე არ დაგვიკარგავს შოტლანდიას მოვუგებთ მთელი საქარ თველო წარმოიდგინეთ რომ თქვენთან იქნება
ჯემალი
20 ნოემბერი 2016 19:46
0
საქარტველოში გულშემატკივარი რეალურად არ არსებობს. ისინი მხოლოდ ისეთ მატჩებზე დადიან, სადაც წარმატებას აღწევს გუნდი, თანაც, თუ მოწინააღმდეგეც რეიტინგულია. სპორტული არენა ნებისმიერ თამაშზე(მით უმეტეს, ნაკრების) უნდა ივსებოდეს. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე ფეხბურთზე და კალათბურთზე(დასწრება უფასოა) არავინ დადის. რაგბიზეც თითქმის ცარიელია სტადიონები. ეროვნული ნაკრების თამაშებზეც მეტოქის მიხედვით დადიან. მაგალითად, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ თამაშებზე მონტენეგროსთან თითქმის შეივსო, სლოვაკეთთან დაახლოებით 75% იყო, ხოლო ალბანეთთან ნახევარზე ნაკლები. ეს გულშემატკივრობა არ არის, ეს გასარტობად სიარულია. მითუმეტეს ქვეყანაში, სადაც დროის გატარების არეალიც ძალზე შეზღუდულია. მოკლედ, სპორტს რეალური გულშემატკივარი არ ყავს.
ნიკოლოზი
20 ნოემბერი 2016 14:12
0
ყოჩაღ ბიჭებო, არწივები ხართ! გულშემატკივრობას რაც შეეხება; რისი ღირსებიც ხართ ისეთი გულშემატკივრები გყავთ და კიდე უკეთესსაც იმსახურებთ! ფეხბურთელებმა იქნება გადმოიღონ თქვენგან მაგალითი. ფეხბურთზე აღარ დავდივარ, რაგბზე თამაშს არ გავაცდენ! თქვენ გენაცვალეთ, ჯიგრიანებო! ქართველებო!
ქომაგი
20 ნოემბერი 2016 13:20
0
მართლაც არაუშავს, აბა რაა, მთავარი თქვენ მაქსიმუმი გააკეთეთ და იგრძნობა თქვენი ეს თავგანწირვა, თან იაპონიასთან დამარცხდით რომელმაც უელსს სახლში მხოლოდ 3 ქულით დანებდა
gia
20 ნოემბერი 2016 12:27
0
რასაც გასცემ აუცილებლად უკან დაგიბრუნდება,ანუ ვხედავთ თავდადებას,გიბრუნებთ სიყვარულით.
asea es
20 ნოემბერი 2016 12:14
0
იმსახურებთ და იმიტომ უყვარხართ ხალხს. შემთხვევით არაფერი ხდება. ღმერთმა სულ გამარჯვებით გატაროთ.
გაიხარეთ ბიჭებო!
20 ნოემბერი 2016 06:41
0
გაიხარეთ ლომებო...
Vasili
20 ნოემბერი 2016 03:37
0

სიახლეები პოპულარული