"სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ!"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს

"გაოცებული ვარ მსაჯობით. საფრანგეთში სხვანაირად მსაჯობენ. დღეს რომ ფრანგი მსაჯი ყოფილიყო, ალბათ 1-2 მომენტში სამოელებს ყვითელ ბარათებს მისცემდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა.

შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. ავსტრალიასთან როგორ ითამაშეს, ალბათ თქვენც ნახეთ. უდავოდ ფავორიტები არიან და რთული მატჩი გველის, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ - ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ...

დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს,
ოღონდ არა მათი გულის მოსაგებად. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის მერე, ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არაუშავს ბიჭებოო.. სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ", - განაცხადა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ისე ეს კუნძულები სადაც დავიჭირეთ ყველგან მოვუგეთ. უკვე დროე ბობოლებსაც დავერიოთ. შოტლანდია ახლა მაგარ ფორმაშია და ჩემი აზრით შანსი არ გვაქვს, მაგრამ აი იტალიას 3დან სამივეს მოვუგებთ. იქნებ როგორმე გაგვიხერხონ მაგათთან თამაში ჩვენმა და რაგბის ბოსებმა და იქ გამოჩნდება თეთრი და შავი. ეს ერთა თასი უკვე ყელშია, რაღაც საიხლე გვინდა. იქნებ 6 ერზე ბოლო ადგილზე გასულს დაევალოს ჩვენთან 2 თამაში, გადასვლისთვის არა უფრო ,,განვითარებისთვის", არ შეიძლება ასეთი რამ მოვითხოვოთ თუ არ გვიშვებენ 6 ერში, ეს მაინც გაგვიკეთონ და მაშინ იტალიას მოუწევს ჩვენთან თამაში, უნდა ეს თუ არა.
0
ხომ ვხედავთ რომ ბოლომდე იხარჯებით და აბა სად უნდფა ვიყოთ !?
merabi
22:23 20-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული