"სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ!"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ სამოასთან დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

- "ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს

"გაოცებული ვარ მსაჯობით. საფრანგეთში სხვანაირად მსაჯობენ. დღეს რომ ფრანგი მსაჯი ყოფილიყო, ალბათ 1-2 მომენტში სამოელებს ყვითელ ბარათებს მისცემდა და თამაში სულ სხვანაირად წარიმართებოდა.

შემდეგი მატჩი შოტლანდიასთან გვაქვს. შოტლანდია ყოველთვის საკმაოდ ძლიერი გუნდი იყო. ავსტრალიასთან როგორ ითამაშეს, ალბათ თქვენც ნახეთ. უდავოდ ფავორიტები არიან და რთული მატჩი გველის, თუმცა არაფრის დათმობას ვაპირებთ - ჩვენს ძლიერ მხარეებს გამოვიყენებთ...

დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივარს,
ოღონდ არა მათი გულის მოსაგებად. ასეთი მატჩების დროს მათი გვერდში დგომა ძალიან გვჭირდება და ეს იგრძნობა კიდეც. იაპონიასთან მარცხის მერე, ქალაქში გვხვდებოდნენ და გვეუბნებოდნენ, არაუშავს ბიჭებოო.. სანამ ასეთი გულშემატკივარი გვეყოლება, ჩვენც ასე მაგრად ვითამაშებთ", - განაცხადა გორგოძემ.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მაგრად ვტიპაჩობ თქვენით ევროპაში, გაიხარეთ ოჯახებით ჯიგრებო
ირაკლი
19 ნოემბერი 2016 19:04
0
მჯერა თავაწეულები და ამაყები წამოვალთ შოტლანდიიდან. გამარჯვებები ბიჭეს,გენაცვალეთ.
კახა
19 ნოემბერი 2016 19:02
0
კი მაგრამ განა მსაჯი ფრანგი არ იყო?
Irakliy
19 ნოემბერი 2016 18:24
0
მადლობა, რომ გვახარებთ
ss
19 ნოემბერი 2016 18:19
0
გაიხარეთ ბიჭებო სულ წარმატებები შოტლანდიასაც უნდა მოვუგოთ
gaguuu
19 ნოემბერი 2016 18:13
0

სიახლეები პოპულარული