"ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიის ნაკრებთან პირველი ტაიმი დათმეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრას სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ანგარიშით 11:31 მარცხდებიან.

არადა, ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა.მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა
ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვისაც - საჯარიმო დარტყმა.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა - 31:11.

ნოემბრის ტესტები

შოტლანდია-საქართველო 31:11 (პირველი ტაიმი)
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ხემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რაგბის ვაჟკაცები თამაშობენ და დამარცხება სირცხვილი არ არის.ღირსეულ მეტოქესთან ღირსეულად დამარცხება მით უმეტეს.

მალხაზ აბულაძე
20:48 26-11-2016
0
სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მორბენალები გვჭირდება ერთი-ორი.
სიჩქარეს რო აიღებს ვერავინ რო ვერ შეაჩეროს, ზელანდიელი სავია-სავით.

შერკინება ჩვენი კოზირია და მართლა მაგრები ვართ, რაც არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს ბიჭებს.
არაუშავს, წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.
20:49 26-11-2016
0

სიახლეები პოპულარული