"ბორჯღალოსნები": შერკინება სხვაა, უკანა ხაზი - სხვა, გამოსავალი ერთია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტები ერთი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულა. ბოლო შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად, კილმარნოკში წააგეს შოტლანდიის ნაკრებთან. ამ მატჩის შემდეგ ყველა თანხმდება ერთზე - რაც შეიძლება მეტი თამაში გვინდა ასეთი დონის გუნდებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვვითარდებით.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

არ გვინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, მალე უნდა შეიცვალოს მდგომარეობა.

განვლილი მატჩის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი გორგასლიძეს ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ კილმარნოკის "რაგბი პარკის" ტრიბუნიდან ადევნებდა
თამაშს თვალს.

"უწინარესად მინდა, კარგით დავიწყო. ეროვნული ნაკრებების თამაშამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ედინბურგში ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი კარგი დაცვა, ქართული გუნდებისგან დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან კარგი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლეგიონერი გვაკლდა. უკანა ხაზმაც და შერკინებამაც კარგად ითამაშა, მით უმეტეს, რომ დანიშნულ შერკინებაში მიწოლა არ იყო დაშვებული.

ძალიან არ მომეწონა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ნათამაშები პირველი ტაიმი. ჩანდა, რომ გუნდი სათანადოდ ვერ განეწყო. უკანა ხაზს უჭირს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში. ძალიან ადვილად მივიღეთ ლელოები. ასე იყო იაპონიასთან და სამოასთანაც.

ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს შერკინებასა და უკანა ხაზს შორის. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ მორკინალები მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ, მათ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთივე გამოცდილება არ აქვთ ჩვენს უკანახაზელებს, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

მერე, რაც ყველაზე მთავარია, შოტლანდიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ეს გამოჩნდა ამ ტესტებზე ავსტრალიასთან და არგენტინასთან მატჩებში. მომავალ ექვსი ერის გათამაშებაშიც ვნახავთ მათ ძალას.

გამოსავალი ერთია. რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშოთ ამ დონის გუნდებთან. არა მარტო სტუმრად, არამედ ჩვენთან, თბილისშიც. მხოლოდ მსოფლიოს თასზე ელიტურ გუნდებთან თამაში ჩვენი პროგრესისთვის საკმარისი არ არის.

ცხადია, ასეთ გუნდებთან მატჩებში თავიდან წავაგებთ. ამას უნდა შევეგუოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ. პირიქით, მათთან ბრძოლებში უნდა გავიზარდოთ. სხვა გზა არ არსებობს.

"მსოფლიოს რაგბის" ხელმძღვანელები უკვე ხვდებიან ამას. აგერ ტონგამ სტუმრად მოუგო იტალიას, იაპონიამ კინაღამ დაამარცხა უელსი, კარგი იყო ჩვენი გუნდის მეორე ტაიმი. ხედავენ, რომ სხვაობა პირველ და მეორე დონის გუნდებს შორის კატასტროფული აღარ არის.

ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული ცვლილებებია საჭირო და ამაზე მუშაობა უკვე მიდის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
ფეხბურთში კლასიკოს ყურება კარგია, მაგრამ მეგ კლესიკოზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს და ჩვენ ჩვენზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენი ფეხბურთი გასაუქმებელი. ეგ ფული რაგბს უნდა მისცენ.
buxrika she...
03 დეკემბერი 2016 15:45
0
ნატურალიზებაზე ლაპარაკისას ისევ ქართული სულსწრაფობის აჩრდილი დაგვდევს

სწრაფი შედეგის და ფუყე მომავლის მისაღები საშუალება

ნაცარქექიული მიდგომაა ეგ, საქართველოს ნაკრები წარმატებული გუნდია, მას არ სჭირდება საბჭოთა "დავეწიოთ გადავასწროთ" მენტალიტეტი
azri
03 დეკემბერი 2016 15:19
0
ა ბატონო ესეც მე ვარ? კაც იძახის ბექების უმეტესობა საქართველოში იზრდება და მაგიტომაც ქვთ წუნიო

ყველა კაჭარავა არ არის რო ჭე კლასის რუსულ ლიგაში ითამაშოს და მაინც მაგარი იყოს

პირველ რიგში შიდა ჩემპიონატი და პატარების აღზრდაა საჭირო - ამას უნდა მივხედოთ მთელი სიგრძე სიგანით - ეს არის მომავალი

სან-სიროს და თვიქენჰამის დონის სტადიონების აშენებას და ექვს ერთან თამაშს მოვასწრებთ

და კიდევ ერთი: ნუ ხარჯავთ დროს ისეთ კომენტარებზე რომელთა მიზანიც მხოლოდ სხვების აგდება-გაღიზიანებაა
azri
03 დეკემბერი 2016 15:17
0
ერთი მაგ შენი ელ კლასიკოთი ნუ წაგვჭამე ტვინი რააა. ფეხბურთი საქართველოში მკვდარია და უმრავლესობა გულშემატკივარი ეგრე ფიქრობს, ბაშვებიც კი არ მიყავთ უკვე ფეხბურთზე. ტუ არ აფასებთ ქართველი ბორჯგალოსნების შრომას მოდი ......... რაა ;) ოკ ჯიგარ!!!?
buxrika-s
03 დეკემბერი 2016 14:56
0
რასაკვირველია ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მოვახდინოთ ნატურალიზება იქამდე სანამ კარგი ბიჭები გაიზრდებიან ჩვენთან, და ისიც 100%-ით მართალია რომ 2 კარგი კლუბი გვჭირდება (სხვანაირად ვერ გავიზრდებით). რაც შეეხება ბუხრიკას, აქ "ჩვენი ქვეყნის" საკითხს განვიხილავთ და შენ წადი სხვისი არჩიე იქ. 13 წლის წინ რაც იყო რაგბი და რაც არი დღეს კი ხედავ, და ფეხბურთიც იგივენაირად 13 წლის რაც იყო და დღეს რაც არი იმასაც ხედავ. ასე რომ შენ აღარავინ შეგეკითხება კიდე ერთ 15 წელიწადში რა სპორტი იყოს საქართველოში ყველაზე პოპულარული. პატარა ბავშვები გიჟდებიან რაგბზე და ფეხბურთი დიდად არ ეპიტნავებათ
რაგბი ჩვენი თამაშია
03 დეკემბერი 2016 14:33
0
ნუ წაიღეთ ამ იდიოტური რაგბით ტვინი ხო ხედავთ შოტლანდიამ რა გვიქნა.დღეს კლასიკოა.და კიდევ რაგბი ფეხბურთივით მასიური თემა ვერ იქნება ვერასოდეეეეს
Buxrika
03 დეკემბერი 2016 13:44
0
ნატურალიზაცია, მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტის მომტანია. იტალია კარგი მაგალითია. არგენტინელები ყავდათ და ამით ქაჩავდნენ. ახალ ვეღარ მოყავთ და საკუთარი მოთამაშეებიც ვერ გაზარდეს. უნდა ვეცადოთ ევროპის საკლუბო ტურნირებზე ან ჩემპიონატებში ჩავერთოთ და ჩვენი მოთამაშეების დონე ამაღლდება.
gogig
03 დეკემბერი 2016 12:57
0
ამ ეტაპზე,ნატურალიზება კარგია(უფრო სწრაფად მოიტანს შედეგს და თანაც უფრო იაფი დაჯდება)ამასთან ერთად ,საკლუბოევროტურნირებში მონაწილეობაც აუცილებელია მომავალშიც რომ აღარ დაგვჭირდეს ნატურალიზება.
.
mamulo
03 დეკემბერი 2016 12:41
0
ნატურალიზება გამოსავალი არ არის თუ ამ გზით წავალთ მუდმივად ეგ პრობლემა იქნება კალათბურთში ყოველ სეზონზე ახალ ახალ ამერიკელს ეძებენ უნდა დავეყრდნოთ ადგილობრივ კადრებს უნდა გაძლიერდეს საკლუბო რაგბი
nemogg
03 დეკემბერი 2016 12:04
0
უკეთესი გამოსავალია (ნათქვამთან ერთად) 1-2 ქართული კლუბი გავაძლიეროთ, დავაფინანსოთ და ევროტურნირებზე, ტურნეებზე, ამხანაგურებში ... მივუშვათ; უკანა ხაზიც გაძლიერდება და ევროპაში ჯერარწასული წინაც
მერაბი გ.
03 დეკემბერი 2016 11:57
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული