"ბორჯღალოსნები": შერკინება სხვაა, უკანა ხაზი - სხვა, გამოსავალი ერთია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტები ერთი მოგებითა და ორი მარცხით დაასრულა. ბოლო შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად, კილმარნოკში წააგეს შოტლანდიის ნაკრებთან. ამ მატჩის შემდეგ ყველა თანხმდება ერთზე - რაც შეიძლება მეტი თამაში გვინდა ასეთი დონის გუნდებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განვვითარდებით.

- შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]

არ გვინდა მოვლენებს წინ გავუსწროთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, მალე უნდა შეიცვალოს მდგომარეობა.

განვლილი მატჩის შესახებ შთაბეჭდილების გაზიარება საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს გიორგი გორგასლიძეს ვთხოვეთ, რომელიც უშუალოდ კილმარნოკის "რაგბი პარკის" ტრიბუნიდან ადევნებდა
თამაშს თვალს.

"უწინარესად მინდა, კარგით დავიწყო. ეროვნული ნაკრებების თამაშამდე სამი დღით ადრე, ახალგაზრდულმა ნაკრებებმა ედინბურგში ითამაშეს. ჩვენმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა. ასეთი კარგი დაცვა, ქართული გუნდებისგან დიდი ხანია არ მინახავს. ძალიან კარგი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ლეგიონერი გვაკლდა. უკანა ხაზმაც და შერკინებამაც კარგად ითამაშა, მით უმეტეს, რომ დანიშნულ შერკინებაში მიწოლა არ იყო დაშვებული.

ძალიან არ მომეწონა საქართველოს ეროვნული ნაკრების მიერ ნათამაშები პირველი ტაიმი. ჩანდა, რომ გუნდი სათანადოდ ვერ განეწყო. უკანა ხაზს უჭირს როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თამაში. ძალიან ადვილად მივიღეთ ლელოები. ასე იყო იაპონიასთან და სამოასთანაც.

ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს შერკინებასა და უკანა ხაზს შორის. ამის მიზეზი, ალბათ, ისაა, რომ მორკინალები მაღალი დონის ფრანგულ კლუბებში ასპარეზობენ, მათ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თამაშის გამოცდილება აქვთ. ასეთივე გამოცდილება არ აქვთ ჩვენს უკანახაზელებს, რომელთა უმრავლესობაც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

მერე, რაც ყველაზე მთავარია, შოტლანდიის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია. ეს გამოჩნდა ამ ტესტებზე ავსტრალიასთან და არგენტინასთან მატჩებში. მომავალ ექვსი ერის გათამაშებაშიც ვნახავთ მათ ძალას.

გამოსავალი ერთია. რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშოთ ამ დონის გუნდებთან. არა მარტო სტუმრად, არამედ ჩვენთან, თბილისშიც. მხოლოდ მსოფლიოს თასზე ელიტურ გუნდებთან თამაში ჩვენი პროგრესისთვის საკმარისი არ არის.

ცხადია, ასეთ გუნდებთან მატჩებში თავიდან წავაგებთ. ამას უნდა შევეგუოთ. ეს არ ნიშნავს, რომ გულზე ხელი დავიკრიფოთ. პირიქით, მათთან ბრძოლებში უნდა გავიზარდოთ. სხვა გზა არ არსებობს.

"მსოფლიოს რაგბის" ხელმძღვანელები უკვე ხვდებიან ამას. აგერ ტონგამ სტუმრად მოუგო იტალიას, იაპონიამ კინაღამ დაამარცხა უელსი, კარგი იყო ჩვენი გუნდის მეორე ტაიმი. ხედავენ, რომ სხვაობა პირველ და მეორე დონის გუნდებს შორის კატასტროფული აღარ არის.

ვფიქრობ, ამ კუთხით სერიოზული ცვლილებებია საჭირო და ამაზე მუშაობა უკვე მიდის."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
როგორც დროებით ღონისძიებად შეიძლებოდა ნატურალიზებული, სწრაფად მორბენალი მორაგბე, რომელიც მომავალ თაობას დაანახებდა განსხვავებას მოძრავი და დინამიური რაგბის სასარგებლოდ. ჩვენი მიზანია დავაჯინოთ სპეციალისტები, მოვიწვიოთ გამოცდილი უცხოელები და შევქმნათ ვარჯიშთა სისტემა, რომელიც ჩვენს მორაგბეებს განუვითარებს სწრაფად და სხარტად სირბილის უნარებს.
თენგაბი
04 დეკემბერი 2016 13:00
0
რაგბს პროფესიულ დონეზე თამაშობენ სუ 20 ქვეყანაში აქედან11 გუნდი სათვალავში ჩასათვლელი არცაა იმხელა სხვაობაა,1 თვის უკან იყო ზელანდია ირლანდია და ზელანდიას კუში საერთოდ არ ქონდა იმხელაა სხვაობა არანაირი კონკურენცია.ჯობია სვარკას უყურო
buxrika
04 დეკემბერი 2016 12:44
0
დღეს როგორც თქვენ ამბობთ საქართველოში ფეხბურთი მკვდარია და ამ მკვდარ ფეხბურთში გაცილებით მეტი პერსპექტივაა ვიდრე ამ ძალით გაპიარებულ რაგბში რომელიც უკვე ძალიან მოსაწყენია ერთი და იგივე გუნდებს ვუგებთ დანარჩენებთან კიი...........
buxrika
04 დეკემბერი 2016 12:23
0
საბოლოო ჯამში ნატურალიზება ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა. უკანა ხაზელების ჩამოყვანით ადგილობრივების დონე გაიზრდება (უფრო მაღალი დონის მოთამაშესთან თამაში რო შენც გიმაღლებს კლასს რათ უნდა მაგას ლაპარაკი). არ ვიძახი მაინცდამაინც ადგილობრივები არ აღვზარდოთ თქო. უბრალოდ 3-4 წელი სანამ ჩვენი ბიჭები გაიზრდებიან, ესეთი წინა ხაზი არ გავაფუჭოთ და ბევრად მაღალ დონეზე წარმოჩინდეს ნაკრები. როგორც კი წამოეწევა ქართველის დონე იმ ჩამოყვანილისას რასაკვირველია აღარ გჭირდება და აღარ ათამაშებ.
რაგბი ჩვენი თამაშია
04 დეკემბერი 2016 11:25
0
ნატურალიზებულებზე თუა ლაპარაკი, კარგი 10 და 15 ნომრები არ გვაწყენდა;(არც 12 და ფრთა) შედეგზეც იმოქმედებდა და სასწავლადაც
arno
04 დეკემბერი 2016 08:13
0
კალათბურთში თუ შეიძლება ნატურალიზებული მოთამაშეები რაგბში რატომ არ მოგვყავს,იტალიამ ხომ ასე დაიწყო.2,3 წელიწადში მაღალი კლასის უკანახაზელები ფაქტია არ გვეყოლება.
გამოსავალი
04 დეკემბერი 2016 00:04
1
ბუხრიკ: რომელ ელ კლადიკოს ყურებას გვთავავახობ, კალკულიატორებით, რომ დგანან ჯამბაზა ფეხბურთელები და არბიტრი?! რამდენი კუთხური,რამდენი ჯარიმა რამდენი ყვითელი და ა.შ.... არა ძმაო ჩვენ ნაღდი სპორტით ვართ მოწამლულები, ნაღდი ქართული ალალი ჯიგრით, რაგბი ჩვენი თამაშია!!! მალე მოვა ის დრო გრანდებს რომ ვაფორთხ3ბთ გაზონზე.., ვინც არ იცის, რაგბის მოყვარულების საყურადღებოდ ვიძახი, ნახეთ ძმებო მოზარდები რას თამაშობენ (16-17), ამათ რომ ვუყურებ, თავი სადღაც სამხრეთ ნახრვარსფეროში მგონია (არ ვაჭარბებ) 10-15 ფაზა შეტევების, სწრაფი ამოღება რაქიდან, ოფლოუდების კასკადი, ბურთის ჩათამაშებები ფრთებზე, მეტობების შექმნა და ა.შ. რაც მთავარია ეს ყველაფერი ხდება ძალიან მაღალ ტემპში, სულ ცოტაც მოვითმინოთ!!!....
Torino
03 დეკემბერი 2016 20:51
0
ძაღლი ყეფს და ქარავანი მაინც მიდისო, ზოგიერთების გასაგონად. რაც შეეხება რაგბს მე მგონია რომ ნელნელა უკანახაზის პრობლემა თავისით მოგვარდება რამეთუ აქამდე მხოლოდ მასიური და ძლიერი ხალხის სპორტად აღვიქვამდით, სხარტი და მოძრავი პატარები და მოზარდები იშვიათად რომ ამ სპორტში მოხვედრილიყვნენ, თუმცა რათქმა უნდა გულხელდაკრეფილები ვერ ვისხდებით რა გახდა სულ რაღაც 5-6 მილიონი რომ ჩავერთოთ პრესტიჟულ ტურნირებში და საერთოდაც ქართული ფრანჩიზი გავაკეთოთ? ამდენს და გაცილებით მეტს უაზრო პროექტებსა თუ ათას სისულელეში კი ვისვრით ყოველ წელს. ნუ ჩამოვიყვანთ თუნდაც მარუნ ფაივსა და მისთანებს, განა წარმატებული რაგბი მეტი სიხარულის მომტანი არ იქნება ქვეყნისთვის? და ბოლოს, გლახუნას იდეა მომწონს და მივესალმები
Temo
03 დეკემბერი 2016 17:19
0

და ამასთან უნდა მივაღწიოთ- ს ა კ ლ უ პ ო ევროპულ ტურნირშებში მივიროთ ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მონაწილეობა და არა ერთი გუნდით- 3-4 საკლობო გუნდით მაინც..ეს მ ო ი ზ ი დ ა ვ ს დაფინანსებას და კლუბისათვის პატრონებს- კ ო ნ კ უ რ ე ნ ც ი ა ც გაიზრდება!
glaxuna
03 დეკემბერი 2016 15:56
0

თუ 6 ერში ა რ მიგვიღეს,დ რ ო არ უნდა დავკარგოთ.
წინადადება- ყოველ 2 წელიწადსი ჩ ა ტ ა რ დ ე ს ე.წ. ,,ოკეანის თასი,,- მე-2- ეშელონის 10 გუნდი-
2 ჯგუფი 5 გუნდით რეიტინგის შესაბამისად,ნახერ-ფინალები,ფინალები და მე-3-ზე.
ასე გ ა ს წ ო რ დ ე ბ ა რეიტინგიც და რ ე ა ლ უ რ ა დ ვინ-ვინ არის და მართლა რას წარმოადგენს!

იტალია 6-რში და მის ნახვლად ფიჯი!

1-ლი ტურნირი თავისი გრანდიოზულობით ჩ ა ტ ა რ დ ე ს აშშ-ში,ფინანსური და ავტორიტეტისათვის ძ ა ლ ზ ე მომგებიანი იქნება.

აქ გაძლიერდება ს ე რ ი ო ზ უ ლ ა დ მე-2- ეშელონის გუნდები და მცირე დროში სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ გრანდეს,ძ ა ლ ი ა ნ მცირე დროში!

ანუ : ფიჯი,იაპონია,საქართველო,ტონგა,სამოა,რუმინეთი,კანადა,აშშ, ერთი უთუოდ აფრიკის ჩემლიონი,
მე-10
გუნდი შესარჩევით:ერთა თასის მე-3-ე (უ დ ი დ ე ს ი სტიმულიც იქნება!)
დღეს: რუსეთი-ურუგვაი-აფრიკის მე-2- გუნდი + მსოფლიო რეიტინგით მომდევნო ანუ 4 გუნდიდან!
- მსოფლიო თასის შემდეგ ყველაზე პ რ ე ს ტ ი ჟ უ ლ ი შეიქმნება!
glaxuna
03 დეკემბერი 2016 15:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული