მამუკა გორგოძე: რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ, მამუკა გორგოძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი გამოვარჩიეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

გორგოძემ "ბორდოსთან" მატჩში მომხდარ ინციდენტზე, შოტლანდიასთან თამაშსა და გულშემატკივრებზე ისაუბრა.

- "ბორდოსთან" მატჩისას ზელანდიელმა ლუკ ბრეიდიმ ფეხი სახეზე დაგაბიჯა...
- ეს რაგბია - ამაზე უარესისთვისაც უნდა იყო მზად (იცინის). მეტკინა, მაგრამ მთავარია, ბუცი თვალს ასცდა. მალევე წამოვდექი - სხვისგან არ მიყვარს სიმულაცია, ოდნავ შეხებაზეც კი ნახევარ საათს რომ დაგორავენ მოედანზე. გუნდს სარგებელი რომ მოუტანო, ხანდახან ესეც საჭიროა, მაგრამ ჩემს
ხასიათს არ შეეფერება... შემთხვევითი უხეშობისთვის ბრეიდიმ რამდენჯერმე მომიბოდიშა, შეგნებულად ვერც ვერავინ გამიბედავდა, იციან, რომ განზრახ დარტყმას უპასუხოდ არ დავტოვებ. "მონპელიეში" ახალმისულს ამხანაგური მატჩისას მეც დამემართა მსგავსი რამ: მეტოქე ფეხებზე ჩამომეკიდა, გასათავისუფლებლად ახტომა ვცადე და... შემთხვევით დავაბიჯე. 33 ნაკერი დასჭირდა ყურზე...

- მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]

- "ექვსი ერის" მონაწილე ნაკრებთან ასე წაგებით ნიშნის მოგების საბაბი მივეცით ხალხს, ვისაც გულზე არ ეხატება ამ ტურნირისკენ ჩვენი ლტოლვა...
- მე სულ ვამბობდი, რომ "ექვს ერამდე" ჯერ სხვა ეტაპი გვაქვს გასავლელი. იტალიაც თითქმის ყველა მატჩს აგებს ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით, "მსოფლიო რაგბისთვის" ის ჩვენზე გაცილებით საინტერესო ქვეყანაა და მეორე ასეთი გუნდის დამატება არ აინტერესებთ. სანამ თამაშით აშკარად არ ვაჯობებთ იტალიას, "ექვს ერში" არ შეგვიშვებენ. ერთი თავით უნდა ვჯობდეთ, დღეს კი, ჩემი აზრით, 53%-47%-ზეა იტალიის სასარგებლოდ... გნებავთ, ვინმესგან ნიშნის მოგება დაარქვით, გნებავთ - მწარე სიმართლე, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ შოტლანდიის დონის გუნდებთან ტურნირში სათამაშოდ ჯერ მზად არა ვართ.

- თანაც, რაგბი ლოგიკური თამაშია და არც სენსაცია ხდება ისე ხშირად, როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში...
- რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ: მეც და სხვა მორაგბეებსაც ძალიან არ გვსიამოვნებს, როცა ფეხბურთელების კრიტიკის ფონზე გვაქებენ. თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი ლაპარაკით კოჭს გვიგორებს ან გვასიამოვნებს, ძალიან ცდება და ორივე სახეობას ცუდ სამსახურს უწევს! შედეგად, ფეხბურთის ქომაგსაც აგრესია უჩნდება რაგბის მიმართ და მოთამაშეებსაც... ჩვენ ყველა სახეობას და სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, ფეხბურთს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია და საქართველოშიც უდიდესი ტრადიცია აქვს.

ფეხბურთელებიც ჩვენზე არანაკლებ მონდომებულნი არიან, მაგრამ რაგბი ისეთი სახეობაა, ბრძოლა, ჟინი, მიწოლა ჩვენთან უფრო აშკარად ჩანს, ფეხბურთში კი ამის გამოხატვა შედარებით ძნელია.

- სამოასთან წაგების უფლება არ გვქონდაო... იაპონიასთან დასანანი მარცხის შემდეგ არ გაგიჭირდათ კუნძულელებთან თამაშზე კონცენტრირება?
- წაგების მიუხედავად, ყველა ქომაგი რომ გიმეორებს, არა უშავს, ისევ ძველებურად გვიყვარხართ, ის მარცხი დაივიწყეთო, როცა წაგებული მატჩიდან ერთ კვირაში ტრიბუნები ისევ სავსეა, შენს თავს აღარ ეკუთვნი, დამარცხების უფლება აღარ გაქვს! უნდა დაივიწყო "აღარ შემიძლია", რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიმარჯვო!

- აშკარაა, რომ თქვენთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა! წესებიც ყველამ ისწავლა და ისიც, როდის და როგორ გაამხნევოს საყვარელი გუნდი...
- ნამდვილად გაიზარდა! რაგბის წესებიც ისწავლეს, სხვა ნაკრებებიც კარგად გაიცნეს და ჰაერში აღარ დაფრინავენ, იციან, ვისთან მოგებაზე შეიძლება ფიქრი. ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად: ქომაგებს ყველა ინტერვიუში ვახსენებ და სიყვარულისთვის იმდენჯერ ვუხდი მადლობას, შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ ქომაგის გულის მოგებას ვცდილობ... არადა, პირფერობა არც ჩემს ხასიათშია და არც არაფერში მჭირდება, გულშემატკივრის უდიდეს სიყვარულს ისედაც სულ ვგრძნობ... თუ მოთამაშე არა ხარ, ვერ იგრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა...

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა "კვირის პალიტრის" საიტზე შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საგაზეთო პუბლიკაცია და მისი წაკითხვა საიტზე ფასიანი პაკეტის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ.

მამუკა გორგოძის სრული ინტერვიუ - "რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!"

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvrispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 45 /
საინტერესოა, თუ იცი რაგბის წესები, თუ ის გიხარია, რომ ტონგას ვუგებთ, რუსეთს ვუგებთ, სადაც რაგბი საერთოდ არ აინტერესემთ,ჩვენ მსოფლიოში, იგივე რუსეთში ფეხბურტით გვიცნობენ. სტუდენტური ბილეთით მოსკოვში დავდიოდი თამაშის საყურებლად, მეამაყებოდა, რომ მესხი, ბარქაია, მეტრეველი ქართველი იყო, ახალ საქართველოში ისევე, როგორც ყველაფერში დროებითი ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ ახლაც ბევრი რამ ხდება საინტერესო და საამაყო, ოქრიქსვილის გოლმა აალაპარაკა მთელი რუსეთი, რათქვა მწვრთნელმა, რა თბილი სიტყვებით მოიხსენია ქართველები-ტექნიკურები არიანო, რაგბის წესები თქვენ არ იცით ნეტავ რა მოგწონთ? ძიძგილაობა და ღიპიანების მიწოლა? ამ ძიძგილაობების ყურებას სამტრედიის კომბინაციური თამაშის ყურება მირჩევნია
Me-s
16 დეკემბერი 2016 12:08
0
Ragby ar aris imden qveyanashi popularuli rogorc fexburti. Imasac vityvi rom ragby fexburtidan modis da sul sxva sportia da am ori soortis shedareba ar sheidzleba. Erti aris agebuli brdzolashi ar shesvlaze da meore aris namdvili brdzola. Oriveshi inteleqtia sachiro da sheidzleba bevrma ar icodes mara ragbshi gansakutrebulad imitom rom 500 de wesia da am yvelafers damaxsovreba unda. Fexnurtshi sul sxva momzadeba ginda rac chven fexburtelebs namdvilad akliat. Dges fexburtis krizisi gadis sabavshvo fexburtis mwvrtnelebze rac ragbshi piriqit aris da meore ragbshi ertmaners xels ar ushlian kai gundebshi gadasvlashi fexburtshi dolarebi utrialebt tvalebshi da tu rame gamosavals ar xedaven arsad ar gagishveben. Es kai xani ar sheicvleba chventan ase rom ragbistebs popularibashi ki ara menegmentshi da gberdshi dgomashi unda shevejibrot rac fexburtshi titqmil ar arsebobs.
Man
16 დეკემბერი 2016 11:43
0
Fexburti pirveli sportia ra tqma unda magaze aravin davobs. Gaachnia romel qveyanashi.
Man
16 დეკემბერი 2016 11:27
0
მასე ჭიდაობაში და ძიუდოში გვაქ ყველაზე დიდი წარმატება,რაარის აქ საკამათო რათქმაუნდა ფეხბურთი იყო არის და იქნება,უბრალოდ რაგბი უინტერესო და ნაკლებ სანახაობრივია და ის ფეხბურთს კონკურენციას ვერ გაუწევს.რაგბიც სათავეს 18 საუკუნის ბოლოდან იღებს და შეადარეთ სადაა ფეხბურთი და სადაა რაგბიი
giooo
16 დეკემბერი 2016 11:17
0
Fexburti nomer pirveli sportia bevr qveyanashi da chventanac gvinda rom mase iyos mara mase ar aris. Imitom rom dzaan bevri imedgacrueba da negativi modis am sportidan. Dawyebuli mondomebit damtavrebuli profesionalizmit. Modit fexburtelebma gvachvenet warmateba da sheejibret ragbistebs yvelafershi da daibrunet is siyvaruli rac 35 wlis win gqondat. Sanam es ar iqneba aranair kamats azri ara aqvs dges chveni fexburti burkina fasos da burundis ukan aris sadac moebnebi arc ician sad ari.
Man
16 დეკემბერი 2016 10:51
0
გორგოძე ძალიან მაგარი კაცია და თითქმის ყველა მის მოსაზრებას ვეთანხმები, ერთის გარდა: რომ ამბობს ჯერ შოტლანდიის დონის გუნდებთან სათამაშოდ საქართველოს ნაკრები მზად არ არისო, კი ბატონო სწორია, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ ხშირად არ მოგვეცა ესეთი დონის გუნდებთან თამაშის საშუალება ვერც ვერასდროს ვიქნებით მათთან სათამაშოდ მზად... ჩვენც ზუსტად მაგისთვის ვიბრძვით, რომ პირველი დონის გუნდებთან ორ წელიწადში ერთი ტესტი კი არ გადმოგვიგდონ მოწყალების სახით, არამედ წელიწადში მინიმუმ ორი თამაში მაინც მოგვცენ რომ შედარებით მალე წამოვეწიოთ, თორემ ეგრე მაგათ ვერც ვერასდროს დავეწევით..
ლევანი
16 დეკემბერი 2016 10:40
0
ე ბიჯო, რა წაიღეთ ამ მსოფლიოთი ტვინი? გავიგეთ, რომ ბრაზილიაში, არგენტინაში და თვით ინგლისშიც კი ფეხბურთი ბევრად უფრო პოპულარულია ვიდრე რაგბი. ეგრეა კი, მარა მაგათ აქვთ ეს ფეხბურთი და შეუძლიათ თამაში, კიდევ ვიძახი, რომ ბარსას და ბრაზილიის ფანებს არ აქვთ საქართველოს რაგბზე ხმის ამოღების უფლება, წადით და კატალონიაში აკაჩავეთ პრავები. საქართველოში დღეს ქართული რაგბი უფრო პოპულარულია ვიდრე ქართული ფეხბურთი და აი ეს არის ფაქტი. ბარსა-ყრეალი არ მაინტერესებს.
ბორჯღალოსანი
16 დეკემბერი 2016 10:27
0
მასე ჩემო ძმაო ლაშა ტალახაძეც არაჩვეულებრივი პიროვნებაა წესიერი და თავდაბალი და ტან 21 ჭლის ასაკში მოიგო ყველაფერი რისი მოგებაც შეიძლება და რა მძლეოსნობა პირველი სპორტია რაშუაშია აქ პიროვნებები თუ დაგავიჭყდათ გაგახსენებთ მესხი მეტრეველი ყიფიანი დარასელია ჩივაძე ან რატომ დასახელდა საუკუნის ფეხხბურთელად მესხი ? დამიჯერეთ მარტო პიროვნული თვისებების გამო არა ამაში დამნაშავე სწორეD ფეხბურთია დაანებეთ პიროვნებებს თავი და თუ შედარება გინდათ სპორტის სახეობები შეადარეთ მაგრამ სმწუხაროთ არ დარდება სადღაც კრიკეტია ნომერ პირველი სპორტი მაგრამ ეს ფეხბურთს სტატუს ვერ დაუკარგავს ის ნომერ პირველი სპორტია მსოფლიოში და ცალკე აღებული ქვეყნები და კუნძულები ამას ვერ შეცვლის ამაზე შევთანხმდეთ და ერთად უგულშემატკივროთ ქართველ სპორცმენებს დახურულ თუ ღია არენებზე
Live
16 დეკემბერი 2016 01:48
0
დაჭაობებული პირი გაქვს უკვე და ჯობია გამოირეცხო და მერე ამოიღო ხმა. და თან ფსიქოლოგსაც მიაკითხე ბოღმაზე და ღვარძლზე რო გიმკურნალოს.
buxrika-s
15 დეკემბერი 2016 17:37
0
ამ სტატიის ავტორს ალბათ კალათბურთი ნანახიც არ აქვს. კითხვას რომ სვამს "რაგბი ლოგიკური თამაშია და არც სენსაცია ხდება ისე ხშირად, როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში"-ო, კალათბურთზე ლოგიკური გუნდური სპორტი არც ერთი არ არის, რადგან პატარა მოედანზე მუდმივ ბრძოლაში სუსტი ძლიერთან ვერასოდეს მოიგებს, ფრესაც ვერ მიაღწევს ფეხბურთისა და რაგბისგან განსხვავებით, რადგან კალათბურთში მატჩი ფრედ არ მთავრდება. სპორტულ ჟურნალისტს მეტი ცოდნა მოეთხოვება.
ალბართ არ გამოაქვეყნებთ, თუმცა თქვენთვის მაინც იცოდეთ.
ლაშა
15 დეკემბერი 2016 17:24
0

სიახლეები პოპულარული