ჩემპიონთა თასის მატჩში ქართველთა "მონპელიე" სტუმრად 3:57 განადგურდა "ლენსტერთან" და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა. ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში გამოჩნდა დავით ქუბრიაშვილი, რომელიც 10 წუთში ისევ შესაცვლელი გახდა.
ქართველმა მორაგბემ კუნთი დაიზიანა და ფრანგული მედიის მტკიცებით, "მონპელიეს" 4 კვირით დააკლდა.
შეგახსენებთ, რომ "მონპელიეში" თამაშობენ მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და კოტე მიქაუტაძე. სამივე მორაგბე "ლენსტერთან" მატჩში სასტარტოში იყო.