დავით ზირაქაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
"კლერმონის" მოთამაშის, დავით ზირაქაშვილის ტრავმა, რომელიც ქართველმა მორაგბემ "ბორდოსთან" მატჩში მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა.

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, პირველი დივიზიონის მე-17 ტურის მატჩში "კლერმონი" სტუმრად დაუპირისპირდა "ბორდოს". პირველი ტაიმის მიწურულს ქართველი შერკინების ბურჯი დაშავდა. მან თვალის არეში მიიღო დარტყმა.

ამავე შეხვედრაში დაზიანებები მიიღო "კლერმონის" კიდევ ერთმა ქართველმა მორაგბემ, ვიქტორ კოლელიშვილმაც, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული