დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ

AutoSharing Option
TOP 14-ის გასულ ტურში დავით ზირაქაშვილის "კლერმონტმა" "ლა როშელი" დაამარცხა (44:19) და 52 ქულით პირველ ადგილზეა.

ფრანგულმა გამოცემა sports-auvergne.fr-მა ქართველ მორაგბესთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც გთავაზობთ:

ის სიტყვაძუნწია. ამიტომ მისი ყოველი სიტყვა ძალიან ძვირფასია. ბევრი საუბარი არც "ლა როშელთან" მოგებული მატჩის (44:19) შემდეგ უცდია. მან ერთი რამ იცის, რომ პროგრესისთვის მუშაობის გაგრძელებაა საჭირო,როგორც პერსონალურად, ასევე გუნდურად.

- 44 ქულა, 5 ლელო... ეს ისეთი მოგებაა, როგორიც მოგწონთ, არა?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთ მოგებებსაც ვაფასებთ, სადაც სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.
ყველა გამარჯვება კარგი და მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ დღეს შესანიშნავი თამაში გვქონდა.

- დღევანდელ შედეგთან შედარებით ძალიან მოზომილი ხართ...
- საერთოდ არა, მაგრამ რა საჭიროა ბევრი საუბარი? ჩვენ TOP 14-ის თამაში მოვიგეთ, ნახევარფინალში ან ფინალში არ გაგვიმარჯვია. შეხვედრა მოვიგეთ და ბედნიერები ვართ. როგორიც აქამდე ვთქვი, დღეს კარგად ვითამაშეთ და მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რომ შემდეგ მატჩებში უკეთესები ვიყოთ.

- ამ შეხვედრაში დისციპლინა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო...
- დიახ, ასეა. ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. "პერპინიანთან" მატჩში ამ ასპექტში შეცდომები გვქონდა და ეს ერთი-ერთი სისუსტე იყო, რომლის აღმოფხვრაც გვჭირდებოდა და მოვახერხეთ კიდეც.

- რემი ლამერატის პასის შემდეგ ბურთი გაგივარდა. რა მოხდა?
- ეს რემის ბრალი არ ყოფილა, მაგრამ ალბათ ამჩნევთ, რომ თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ და თამაშსაც ვიგებთ (იცინის). თანაგუნდელებისგან შენიშვნა არ მიმიღია. ეს ხომ რაგბია და ამაზე ნერვიულობას არ ვაპირებ.

- რა უნდა გისურვოთ 2019 წელს?
- ჯანმრთელობა და "ბრენუსის" ტიტული.

altსაუკეთესო მარჯვენა ბურჯი... Midi Olympique-ის სტატია დავით ზირაქაშვილზე

მკითხველის კომენტარები / 2 /
უბრალოდ კარგი ადამიანი
David
15:46 08-01-2019
0
დიდ წარმატებებს გისურვებთ დავით. გაიხარე.
გიზოგ
14:43 08-01-2019
0

სიახლეები პოპულარული