რაგბი. ლეგიონი: თამაზ მჭედლიძის მეშვიდე ლელო მიმდინარე Pro D2-ში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში 22-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. თამაზ მჭედლიძის, გიორგი თეთრაშვილისა და ვახტანგ ახობაძის "აჟენმა" შინ მიიღო "ნარბონი" და 32:22 დაამარცხა.

მჭედლიძემ, რომელიც 73-ე წუთზე შეცვალეს, მე-20 წუთზე ლელო გაიტანა.

ეს საქართველოს ნაკრების გარემარბის მე-7 ლელოა მიმდინარე სეზონში. თეთრაშვილი და ახობაძე თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთნენ.

"აჟენი" 62 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ "ოიონაქსს" ერთი ქულით ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული