"ლა როშელი" მე-20 ტურში სტუმრად ეთამაშა პარიზულ "მეტრო რასინგს" და 38:15 დაამარცხა. ჩვენებურის გუნდის უპირატესობა აშკარა იყო. ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 31-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ "ლა როშელმა" ზედიზედ მე-9 გამარჯვება იზეიმა.
"ლა როშელის" უახლოესი მდევარი, როგორც უკვე ვთქვით, დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონია", რომელიც შინ მოულოდნელად დამარცხდა
ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, ბაზაძე თამაშში 70-ე წუთიდან ჩაერთო, კოლელიშილი, მამუკაშვილი და ქუბრიაშვილი განაცხადში არ იყვნენ. მიქაუტაძემ და ნარიაშვილმა ძირითად შემადეგნლობაში ითამაშეს.
საპლეიოფო ზონაშია მამუკა გორგოძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც დიდი ანგარიშით 82:14 დაამარცხა დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" - 82:14. ტულონელებმა მეტოქეს 12 ლელო გაუტანეს. მათ შორის ერთი შერკინების ქართველმა ბურჯმა ლევან ჩილაჩავამ მიითვალა. ის თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო და ლელო 76-ე წუთზე გაიტანა.
ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, გორგოძემ ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და საპლეიოფო ზონას მიუახლოვდა კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივი". ჩვენებურთა ამ გუნდმა საკუთარ მოედანზე ვასილ კაკოვინის "ტულუზი" დაამარცხა 21:19. შედეგად "ბრივმა" მეტოქეს სატურნირო ცხრილში ერთი ქულით გაუსწრო. მიუხედავად ამისა, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ორივე გუნდი ინარჩუნებს. ასეიშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 65-ე წუთზე შეცვალეს, ერთი წუთის შემდეგ მოედანი კაკოვინმაც დატოვა.
ამ ორი გუნდისგან ძალიან შორს არ არის ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე", რომელმაც დაძაბულ ბრძოლაში წააგო "ლიონთან" - 33:35. მელიქიძე განაცხადში არ იყო. ჟვანიამ საქართველოს ნაკრებში ითამაშა.
I დივიზიონი. XX ტური
ბორდო-გრენობლი 46:14, ლიონი-სტად ფრანსე 35:33, ტულონი-ბაიონი 82:14, ბრივი-ტულუზი 21:19, მეტრო რასინგი-ლა როშელი 15:38, პო-კასტრი 18:12, კლერმონი-მონპელიე 19:28.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 66 ქულა, 2. კლერმონი - 58, 3. მონპელიე - 55, 4. პო - 52, 5. ტულონი - 51, 6. კასტრი - 51, 7. რასინგი - 45, 8. ბორდო - 44, 9. ბრივი - 44, 10. ტულუზი - 43, 11. ლიონი - 41, 12. სტად ფრანსე - 40, 13. გრენობლი - 27, 14. ბაიონი - 22.
XXI ტური
ბაიონი-ბორდო, კასტრი-სტად ფრანსე, კლერმონი-პო, ლა როშელი-ბრივი, მონპელიე-მეტრო რასინგი, ტულუზი-ლიონი, გრენობლი-ტულონი
მეორე დივიზიონში პირველობისთვის ყველაზე რეალურ პრეტენზიას ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი აცხადებს. ესენია: "ოიონაქსი" და "აჟენი".
ირაკლი მირცხულავასა და გიორგი ვეფხვაძის "ოიონაქსმა" შინ დაამარცხა "ნარბონი" - 30:22. მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში ანგარიშში წინ სტუმრები იყვნენ, თუმცა შესვენებაზე ტაბლოზე ფრე დაფიქსირდა - 19:19. მეორე ტაიმში მასპინძლებმა იძალეს და მატჩი სათავისოდ დაასრულეს.
"ოიონაქსი" ახლა თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენს" ერთი ქულით უსწრებს. აჟენელებმა შინ დაამარცხეს ელიზბარ ყუფარაძის "დაქსი" - 28:23. ახობაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. თეთრაშვილი ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია აქვს, ყუფარაძე თამაშში 34-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის არბიტრმა 50-ე წუთზე სინბინში გაუშვა.
"აჟენს" ოთხი ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილზეა ბექა გორგაძის "მონ დე მარსანი". ჩვენებურის ამ გუნდმა ბოლო ხანს საგრძნობლად მოუმატა და პლეი ოფში გასვლის რეალური შანსი აქვს. მარსანელებმა, ამჯერად, საკუთარ მოედანზე ლაშა ლომიძის "ბეზიეს" მოუგეს - 15:9. ორივე ქართველმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშა.
პოზიციები დათმო მერაბ შარიქაძის, ლევან დათუნაშვილისა და ნიკოლოზ ხატიაშვილის "ორიაკმა", რომელმაც სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ვანთან" - 15:26. ხატიაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 53-ე წუთზე შეცვალეს, შარიქაძე ეროვნულ ნაკრებში იყო გამოძახებული, დათუნაშვილი ტრავმირებულია.
დიდი ანგარიშით წააგო სტუმრად "კოლომიესთან" შალვა სუთიაშვილისა და ლაშა თავბერიძის "ანგულემმა" - 9:51. სუთიაშვილი თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო, ერთ წუთში მოედანზე თავბერიძეც გამოჩნდა.
II დივიზიონი, XXIV ტური
კარკასონი-ბიარიცი 32:9, ბურგუენი-ალბი 19:23, კოლომიე-ანგულემი 51:9. მონ დე მარსანი-ბეზიე 15:9, ოიონაქსი-ნარბონი 30:22, ვანი-ორიაკი 26:15, აჟენი-დაქსი 28:23, პერპინიანი-მონტობანი 37:3
სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 71 ქულა, 2. აჟენი - 70, 3. კოლომიე - 67, 4. მონ დე მარსანი - 66, 5. ბიარიცი - 63, 6. მონტობანი - 60, 7. პერპინიანი - 60, 8. კარკასონი - 59, 9. ორიაკი - 55, 10. ანგულემი - 51, 11. ნარბონი - 51, 12. ბეზიე - 50, 13. დაქსი - 47, 14. ალბი - 44, 15. ვანი - 43, 16. ბურგუენი - 16
XXV ტური
აჟენი-ოიონაქსი, ორიაკი-ბურგუენი, ანგულემი-მონ დე მარსანი, ბიარცი-ალბი, დაქსი-პერპინიანი, ნარბონი-ვანი, მონტობანი-კარკასონი, ბეზიე-კოლომიე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"