რაგბი. ლეგიონი: ოთხი ლელო, ჩილაჩავა და ჟვანია სიმბოლურში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში რეგულარული გათამაშება ორივე ელიტურ დივიზიონში დასრულდა. პირველ დივიზიონში პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფლება ქართველ მორაგბეთა გუნდებმა: "ლა როშელმა" და "კლერმონმა" მოიპოვეს. ელიტური მეორე დივიზიონიდან რანგით უფრო მაღალში კი ასევე ქართველ მორაგბეთა გუნდი "ოიონაქსი" აღზევდა, რომელსაც პირველობა ვერავინ წაართვა.

ელიტურ, პირველ დივიზიონში ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს ქართველ მორაგბეთა კიდევ ორი გუნდი. ესენია: "ტულონი" და "მონპელიე". პლეი ოფის მატჩებს ორივე მათგანი შინ ითამაშებს.

მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და შალვა მამუკაშვილის "ტულონი" "კასტრს" დაუპირისპირდება. მიხეილ ნარიაშვილის, დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და გაგი
ბაზაძის
"მონპელიეს" მეტოქე კი "მეტრო რასინგი" იქნება.

"ტულონმა" ბოლო ტურში შინ მიიღო "პო" და 32:12 დაამარცხა. ჩილაჩავამ, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს, მე-16 წუთზე ლელო გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფრანგულმა ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" კი ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. გორგოძე თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.

ასევე შინ ითამაშა "მონპელიემაც", რომელმაც ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე" დაამარცხა - 27:26. პარიზელებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, რათა პლეი ოფში მოხვედრილიყვნენ, მაგრამ "მონპელიემ" ამის საშუალება არ მისცა.

ჟვანია, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს, "მიდი ოლიმპიკმა" ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საუკეთესოთა შორის ორი ქართველი სიმბოლურში ხვდება. მელიქიძე მოედანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა, მიქაუტაძემ სრულად ითამაშა, ნარიაშვილი 41-ე წუთზე შეცვალეს.

საინტერესო გამოდგა ლიდერების დაპირისპირება. დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონმა" შინ დაამარცხა რეგულარული გათამაშების გამარჯვებული, ლექსო ყაულაშვილის "ლა როშელი" - 30:26. ქართველებს ამ მატჩში არ უთამაშიათ.

კარლენ ასეიშვილის, სოსო ბეკოშვილისა და ვასილ ლობჟანიძის "ბრივმა" შინ დაამარცხა "კასტრი" - 33:27 და პლეი ოფში მოსახვედრად ერთი გამარჯვება დააკლდა. არადა, ბრიველებმა ამის ძალიან კარგი შანსი გაუშვეს ხელიდან, როცა საკუთარ მოედანზე მოულოდნელად დამარცხდნენ "ბორდოსთან".

ასეიშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა მერე 62-ე წუთზე ისევ დაუბრუნდა მოედანს, ბეკოშვილი თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო.

ელიტურ, პირველ დივიზიონს დავით ხინჩაგიშვილის "ბაიონი" და "გრენობლი" დატოვებენ. დასრულებული გათამაშების ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი ფრანგული რაგბის გრანდის, ვასილ კაკოვინის "ტულუზის" მე-12 ადგილია.

სიმბოლური ნაკრები
15. დარლი დომვო (ბორდო), 14. დრიუ მიტჩელი (ტულონი), 13. დამიენ პენო (კლერმონი), 12. იან დავიდი (ტულუზი), 11. ნემანი ნადოლო (მონპელიე), 10. დენ კარტერი (მეტრო რასინგი), 9. ანტუან დუპონი (კასტრი), 1. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) 2. გილემ რიბე (ბრივი), 3. ლევან ჩილაჩავა (ტულონი), 4. ლეონე ნაკარავა (მეტრო რასინგი), 5. რომენ ტაოფიფენუა (ტულონი), 6. ტიერი დუსოტუარი (ტულუზი), 7. იანიკ ნიანგა (მეტრო რასინგი), 8. გილიან გალანი (ტულუზი)

I დივიზიონი, XXVI ტური
ბრივი-კასტრი 33:27, კლერმონი-ლა როშელი 30:26, გრენობლი-ლიონი 53:21, მონპელიე-სტად ფრანსე 27:26, მეტრო რასინგი-ბორდო 22:20, ტულონი-პო 32:12, ტულუზი-ბაიონი 40:12

სატურნირო მდგომარეობა
1. ლა როშელი - 85 ქულა, 2. კლერმონი - 78, 3. მონპელიე - 76, 4. ტულონი - 69, 5. კასტრი - 63, 6. მეტრო რასინგი - 62, 7. სტად ფრანსე - 59, 8. ბრივი - 58, 9. პო - 57, 10. ლიონი - 55, 11. ბორდო - 54, 12. ტულუზი - 53, 13. გრენობლი - 38, 14. ბაიონი - 30

პლეი ოფი
ტულონი-კასტრი
მონპელიე-მეტრო რასინგი.

* * *
მეორე დივიზიონში, როგორც უკვე ვთქვით, ირაკლი მირცხულავას "ოიონაქსმა" გაიმარჯვა, რომელიც მომავალი სეზონიდან პირველ დივიზიონში იასპარეზებს. დარჩენილი ერთი ადგილისთვის კი ოთხი გუნდი იბრძვის, რომელთაგან ორი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "აჟენი" და "მონ დე მარსანი".

თამაზ მჭედლიძის, ვახტანგ ახობაძისა და გიორგი თეთრაშვილის "აჟენი", რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, მეხუთეადგილოსან ბასკურ "ბიარიცს" დაუპირისპირდება. ბექა გორგაძის "მონ დე მარსანის" მეტოქე კი, რომელიც რეგულარული გათამაშების შემდეგ მეოთხე იყო, მესამეადგილოსან "მონტობანს" ეთამაშება.

მეორე დივიზიონის ბოლო ტურში ერთბაშად სამმა ქართველმა მორაგბემ გაიტანა ლელო. ესენია: ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი) და ლაშა თავბერიძემ (ანგულემი).
იხილეთ ვიდეო - ბექა გორგაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო - მერაბ შარიქაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ვიდეო - ლაშა თავბერიძის ლელო
Sportall.Ge

II დივიზიონი, XXX ტური

აჟენი-კოლომიე 13:13, ორიაკი-დაქსი 54:19, კარკასონი-ალბი 36:41, მონ დე მარსანი-ბიარიცი 35:40, მონტობანი-ოიონაქსი 57:10, ნარბონი-ანგულემი 43:14, პერპინიანი-ბეზიე 54:17, ვანი-ბურგუენი 56:0

სატურნირო მდგომარეობა
1. ოიონაქსი - 90 ქულა, 2. აჟენი - 87, 3. მონტობანი - 86, 4. მონ დე მარსანი - 83, 5. ბიარიცი - 81, 6. პერპინიანი - 79, 7. კოლომიე - 78, 8. ორიაკი - 70, 9. კარკასონი - 64, 10. ბეზიე - 63, 11. ვანი - 61, 12. ანგულემი - 61, 13. ნარბონი - 61, 14. დაქსი - 59, 15. ალბი - 57, 16. ბურგუენი - 17

ნახევარფინალი
აჟენი-ბიარიცი
მონტობანი-მონ დე მარსანი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვეფხვაძე არ თამაშობს ოიონაქსში?
levani
16:51 13-05-2017
0
მეორე -მესამე ხაზის მოთამაშეები საფრანგეთში უფრო თუ არ ათამაშდნენ მომავალში ნაკრებს გაუჭირდება, იქნებ ანალიზი გაკეთდეს ამ საკიხთან მიმართებით საიტის მხრდან.მახსოვს ამ პრობლემაზე რამდენიმე წლის წინ ზაალ გიგინეიშვიმა ისაბრა ერთ-ერთ რადიო გადაცემაში.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული