"საქართველოსა და რუმინეთს დიდი პოტენციალი აქვთ. მათ კარგი სარაგბო გენები აქვთ. საქართველოს კი შესანიშნავი ინფრასტრუქტურა აქვს წინსვლისთვის.
იდეალური ვარიანტი იქნება ექვსი ერი B-ს ჩამოყალიბება და A დივიზიონის ბოლოადგილოსანთან პლეი ოფის მატჩის გამართვა ელიტაში მოხვედრისთვის.
იქნება თუ არა კარგი ეს? წარმოიდგინეთ თბილისში თამაში 60 ათასი ფანის თვალწინ", - განაცხადა ჯონსმა.
შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის იდეა მოიწონა ჯონსის ერთ-ერთმა წინამორბედმა ინგლისის ნაკრებში კლაივ ვუდვორდმაც.