დავით ზირაქაშვილი და კარლენ ასეიშვილი TOP14-ის სიმბოლურში დასახელდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ქართველი მორაგბეების, დავით ზირაქაშვილის, ვიქტორ კოლელიშვილისა და ოთარ გიორგაძის "კლერმონის" გამარჯვებით დასრულდა. ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა", ტრადიციულად, განვლილი სეზონის სიმბოლური ნაკრების საკუთარი ვერსია დაასახელა.

სასიხარულოა, რომ ფრანგმა ჟურნალისტებმა და რაგბის სპეციალისტებმა საუკეთესო თხუთმეტეულში ორი ქართველი მორაგბე შეიყვანეს. ესენია: შერკინების ბურჯები დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და კარლენ ასეიშვილი (ბრივი).

"33 წლის ასაკშიც ძველებურად ძალიან ძლიერია კონტაქტში თამაშისას. დაცვაში კი, თითქმის უშეცდომოდ ირჯება" - წერს დავით ზირაქაშვილზე "მიდი ოლიმპიკი".

"უძლეველია შერკინებაში. მაგარი ბიჭია, განსაკუთრებით, ბურთისთვის ბრძოლაში. მოძრავია, სწრაფია.
სეზონში მის ანგარიშზე ორი ლელოა" - ეს კი კარლენ ასეიშვილის მოკლე დახასიათებაა.

სიმბოლური ნაკრები
15. კინი მურიმურივალუ (ლა როშელი), 14. ვაისეა ნაიაკალევუ (სტად ფრანსე), 13. ჯო ტომანე (მონპელიე), 12. პიერ აგუილონი (ლა როშელი), 11. ნემანი ნადოლო (მონპელიე), 10. კამილ ლოპესი (კლერმონი), 9. ანტუან დუპონი (კასტრი). 1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი), 2. ჟილემ გირადო (ტულონი), 3. დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), 4. არტურ იტურია (კლერმონი), 5. ლეონ ნაკარავა (მეტრო რასინგი), 6. სტეფონ არმითიჯი (პო), 7. ლიამ გილი (ტულონი), 8. ვიქტორ ვიტო (ლა როშელი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული