ბურჯელალი გორგოძესგან მილიონ 500 ათას დოლარს ითხოვს

AutoSharing Option
დღეს საფრანგეთში სასამართლო პროცესი გაიმართება, რომელიც ფანგული კლუბის პრეზიდენტის, მულტიმილიონერი მურად ბურჯელალის საჩივარს განიხილავს. არაბული წარმოშობის ფრანგი მედიამაგნატი საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" ლიდერ მამუკა გორგოძეს კონტრაქტის დარღვევაში სდებს ბრალს.

გორგოძემ წინასწარი შეთანხმება "ტულონთან" კონტრაქტის თაობაზე წლევანდელი სეზონის წინ გააფორმა. თუმცა მოგვიანებით, სამწლიანი ხელშეკრულება "მონპელიესთან"დადო. ამან, ცხადია, თავნება ბურჯელალის გაცხარება გამოიწვია. მისი და "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელის ფაბიენ გალტიეს სიტყვიერი პაექრობა გაზეთის ფურცლებზე დიდხანს გაგრძელდა. გალტიემ ოპონენტი "მტაცებელ მხეცსაც" კი შეადარა.

ერთი სიტყვით, მურადი არ ცხრება და გორგოძესგან კომპენსაციის სახით მილიონ ნახევარ
დოლარს ითხოვს, რომელიც მისი თქმით სამი წლის განმავლობაში უნდა დაფაროს, ანუ წლიწადში 500 ათას დოლარის მიღება სურს.

"ჩემმა ადვოკატებმა ბევრი იმუშავეს და გარწმუნებთ, ცამდე მართალი ვარ, ახლა მხოლოდ იმის დადგენა მინდა, კომპენსაციის თანხის გადახდას როდის დაიწყებენ", - თქვა ბურჯელალმა.

"ტულონის" პრეზიდენტი თავის სიმართლეში დარწმუნებული კია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს. მსგავსი პრეტენზიები გორგოძესთან "ბრივსაც" ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული