გორგოძემ წინასწარი შეთანხმება "ტულონთან" კონტრაქტის თაობაზე წლევანდელი სეზონის წინ გააფორმა. თუმცა მოგვიანებით, სამწლიანი ხელშეკრულება "მონპელიესთან"დადო. ამან, ცხადია, თავნება ბურჯელალის გაცხარება გამოიწვია. მისი და "მონპელიეს" მთავარი მწვრთნელის ფაბიენ გალტიეს სიტყვიერი პაექრობა გაზეთის ფურცლებზე დიდხანს გაგრძელდა. გალტიემ ოპონენტი "მტაცებელ მხეცსაც" კი შეადარა.
ერთი სიტყვით, მურადი არ ცხრება და გორგოძესგან კომპენსაციის სახით მილიონ ნახევარ
"ჩემმა ადვოკატებმა ბევრი იმუშავეს და გარწმუნებთ, ცამდე მართალი ვარ, ახლა მხოლოდ იმის დადგენა მინდა, კომპენსაციის თანხის გადახდას როდის დაიწყებენ", - თქვა ბურჯელალმა.
"ტულონის" პრეზიდენტი თავის სიმართლეში დარწმუნებული კია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც სასამართლომ უნდა მიიღოს. მსგავსი პრეტენზიები გორგოძესთან "ბრივსაც" ჰქონდა, მაგრამ ვერაფერს გახდა.