მიქაუტაძე ძირითადს უახლოვდება

AutoSharing Option
დღეს დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი" საფრანგეთის ჩემპიონატის გადატანილ შეხვედრაში შინ ბექა შეყლაშვილის "აჟენს" დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ წინა სამატჩო, 25-კაციან განაცხადში დავით ქუბრიაშვილთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძეც მოხვდა. მან "ემლინ ჩელენჯ კაპის" ორ შეხვედრაში ითამაშა და, როგორც ჩანს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ბერნარ ლაპორტზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

შეგახსენებთ, რომ "ტულონი" და "აჟენი" სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. "ტულონი" 30 ქულით მე-5 ადგილზეა, მას "აჟენი" ორი ქულით უსწრებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული