აღსანიშნავია, რომ წინა სამატჩო, 25-კაციან განაცხადში დავით ქუბრიაშვილთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძეც მოხვდა. მან "ემლინ ჩელენჯ კაპის" ორ შეხვედრაში ითამაშა და, როგორც ჩანს, გუნდის მთავარ მწვრთნელ ბერნარ ლაპორტზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
შეგახსენებთ, რომ "ტულონი" და "აჟენი" სატურნირო ცხრილში მეზობლები არიან. "ტულონი" 30 ქულით მე-5 ადგილზეა, მას "აჟენი" ორი ქულით უსწრებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"