ბრიველებს მორიგ, 24-ე ტურში გათამაშების ლიდერ, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზთან" უწევს სტუმრობა.
"ბრივს" ამ თამაშში ექვსი ტრავმირებული მორაგბე დააკლდება. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი, რომელმაც მარჯვენა ფეხის მუხლი დაიშავა.
ახლახან კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში შესაძლოა ვერ ითამაშოს "მონპელიეს" მესამეხაზელმა მამუკა გორგოძემ, რომელმაც 23-ე ტურის მატჩში "ლიონთან" სამი ლელო
არადა, "მონპელიეს", სადაც გორგოძის გარდა გიორგი ჟღენტი, მიხეილ ნარიაშვილი და გოდერძი შველიძე ასპარეზობენ, სტუმრად უწევს თამაში გათამაშების ლიდერთან, დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან".
"კლერმონელებს ორი წელიწადია, საკუთარ მოედანზე არ წაუგიათ. მათ ბოლოს შინ შეხვედრა 2009 წლის 21 ნოემბერს დათმეს. თუ ამ გუნდთან ერთი პრემიალური ქულის აღება მოვახერხეთ, შესანიშნავი იქნება" - თქვა "მონპელიეს" მთავარმა მწვრთნელმა ფაბიენ გალტიემ.
I დივიზიონი
XXIV ტური
კლერმონი-მონპელიე, ბორდო-აჟენი, ლიონი-ბაიონი, ტულუზი-ბრივი, სტად ფრანსე-პერპინიანი, ბიარიცი-მეტრო რასინგი, ტულონი-კასტრი.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 78 ქულა, 2. ტულუზი - 78, 3. ტულონი - 63, 4. მონპელიე - 62, 5. კასტრი - 59, 6. მეტრო რასინგი - 59, 7. სტად ფრანსე - 53, 8. აჟენი - 48, 9. პერპინიანი - 44, 10. ბიარიცი - 43. 11. ბრივი - 42, 12. ბორდო - 41, 13. ბაიონი - 38, 14. ლიონი - 30.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"