A ჯგუფში შემდეგ ეტაპზე გამსვლელი ოთხი ადგილიდან სამი "ქართულმა გუნდებმა" დაიკავეს. ბოლო ტურში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურის, დავით აშვეთიას "მასი" და დავით ბოლღაშვილის "ლილი" დაუპირისპირდნენ.
პარიზელებს შინ პირველ ნახევარში მეტოქემ მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და მხოლოდ ორი ქულის სხვაობით მოიგო - 17:15. შესვენების შემდეგ "მასიმ" მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერა და 30:21 დაამარცხა.
შედეგად
"ლილის" მეტოქე კი ამავე ჯგუფის მესამეადგილოსანი "ლავორი" იქნება. გამარჯვებული ორი მატჩის ჯამში გამოვლიდება. ჩვენებურთა ორივე გუნდი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.
აშვეთია 50-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა მოედანზე 19 წუთით მეტი დაჰყო, კობაური და ბოლღაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
პლეი ოფში ითამაშებს შოთა მელიქიძის "მაკონი", რომელმაც ბოლო ტურში, მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში შინ დაამარცხა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონი" - 29:25. ამრიგად, მაკონელები მერვედფინალში C ჯგუფის გამარჯვებულს, "კოლომიეს" დაუპირისპირდებიან.
ყუფარაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, მელიქიძე და დათუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონმა", რომელმაც სეზონი ისე ჩაამთავრა, რომ ყველა მატჩში დამარცხდა, შინ წააგო შოთა საყვარელიძისა და ავთანდილ კოპალიანის "ორლეანთან" - 12:43.
საყვარელიძემ, რომელიც 52-ე წუთზე შეცვალეს, 22-ე წუთზე ლელო გაიტანა. კოპალიანი თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო. გიგაურს, ხოჭოლავასა და გიორგაძეს არ უთამაშიათ.
გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონმა" სტუმრად მოუგო სტრასბურს და 49 ქულით მე-6 ადგილს დასჯერდა. მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.
A ჯგუფი
მასი-ლილი 30:21, სტრასბური-დიჟონი 13:15, მაკონი-მონლუსონი 29:25, ნევერი-ბობინი 16:17, ბულონი-ორლეანი 12:43.
საბოლოო მდგომარეობა
1. მასი - 67 ქულა, 2. ლილი - 66, 3. ნევერი - 54, 4. მაკონი - 54, 5. მონლუსონი - 51, 6. დიჟონი - 49, 7. ბობინი - 38, 8. სტრასბური - 31, 9. ორლეანი - 21, 10. ბულონი - 0.
* * *
B ჯგუფიდან პლეი ოფში ქართველ მორაგბეთა ხუთი გუნდიდან მხოლოდ ერთმა, გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინმა" გააღწია. ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლო ტურში შინ მესამეადგილოსანი "კასტანე" დაამარცხა - 22:5. შედეგად "ლა სეინმა" ჯგუფში 51 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში D ჯგუფის გამარჯვებულ "ტიროსს" ეთამაშება. პირველ შეხვედრას ლასეინელები შინ გამართავენ.
მაისურაძე თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო, ბელქანია მოედანზე რვა წუთის შემდეგ გამოჩნდა, ლაბაძე განაცხადში არ იყო.
"ლა სეინს" ერთი ქულით ჩამორჩა და მეხუთე ადგილს დასჯერდა ირაკლი ნინიძის "რომანი", რომელმაც შინ დაამარცხა ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი" - 30:18. მაჩხანელმა სრულად ითამაშა, ნინიძე მოედანზე 47-ე წუთიდან გამოჩნდა.
დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ" სტუმრად მოუგო აუტსაიდერ "პოკენს|" - 36:17. ნიცელებს 37 ქულა დაუგროვდათ და რეგულარული გათამაშება მეექვსე ადგილზე დაასრულეს. კაჭარავამ სრულად ითამაშა, მაღალდაძე განაცხადში არ იყო.
თენგიზ გელანტიას "ნიმმა" კი შინ დაამარცხა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი" - 14:10. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
B ჯგუფი
მონტობანი-ბურგ ან ბრესი 27:18, რომანი-სენტ ეტიენი 30:18, ნიმი-შატორენარი 14:10, პოკენი-ნიცა 17:36, ლა სეინი-კასტანე 22:5.
საბოლოო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 65 ქულა, 2. მონტობანი - 61, 3. კასტანე - 54, 4. ლა სეინი - 51, 5. რომანი - 50, 6. ნიცა - 37, 7. სენტ ეტიენი - 37, 8. შატორენარი - 34, 9. ნიმი - 24, 10. პოკენი - 3.
* * *
C ჯგუფში მოასპარეზე ერთადერთი "ქართული გუნდი" მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი გაბელიას, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენი" 41 ქულით მე-5 ადგილს დასჯერდა და პლეი ოფში გასულ მეოთხეადგილოსან "ლანჟონის" სამი ქულით ჩამორჩა.
"სენ ჟუნიენმა" ბოლო ტურში სტუმრად დაამარცხა მეორეადგილოსანი "ვანი" 16:8. აღსანიშნავია, რომ ყველა, თექვსმეტივე ქულა სტუმრებს საქართველოს ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა (ერთი ლელო, ერთი გარდასახვა და სამი საჯარიმო).
ოზგებაშვილი თამაშში 69-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძემ ერთი წუთის შემდეგ მოედანი დატოვა, თამაშის დასრულებამდე ორი წუთით ადრე კი გაბელიას დებიუტი შედგა.
C ჯგუფი
ვანი-სენ ჟუნიენი 8:16, ლავორი-სენ მედარი 17:6, აგეტმო-სენ ნაზერი 15:13, კოლომიე-სენ ჟან დე ლუზი 21:15, ლანჟონი-მორლაა 33:12.
საბოლოო მდგომარეობა
1. კოლომიე - 70 ქულა, 2. ვანი - 47, 3. ლავორი - 46, 4. ლანჟონი - 44, 5. სენ ჟუნიენი - 41, 6. აგეტმო - 41, 7. სენ ნაზერი - 39, 8. სენ ჟან დე ლუზი - 38, 9. სენ მედარი - 37, 10 მორლაა - 25.
* * *
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა" D ჯგუფში 50 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში გააღწია. გუნდმა შინ დაამარცხა "მოლეონი" - 19:3. ჩვენებურთა ამ გუნდის მეტოქე მერვედფინალში B ჯგუფის გამარჯვებული "ბურგ ან ბრესი" იქნება.
ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ბასილაია ტრავმირებულია.
D ჯგუფი
ოლორონი-ბლანიაკი 27:35, ლურდი-მარმანდი 22:18, რიბერაკი-ლანამეზანი 14:38, ლიმოჟი-ტიროსი 6:12, ვალანს დაჟენი-მოლეონი 19:3.
საბოლოო მდგომარეობა
1. ტიროსი - 68 ქულა, 2. ლიმოჟი - 60, 3. ბლანიაკი - 52, 4. ვალანს დაჟენი - 50, 5. ლანამეზანი - 49, 6. ლურდი - 47, 7. ოლორონი - 36, 8. მარმანდი - 34, 9. მოლეონი - 18, 10. რიბერაკი - 12.
29 აპრილი
მერვედფინალი
ლანჟონი-მასი, კასტანე-ლიმოჟი, ლავორი-ლილი, ლა სეინი-ტიროსი, ნევერი-ვანი, ვალანს დაჟენი-ბურგ ან ბრესი, მაკონი-კოლომიე, ბლანიაკი-მონტობანი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"