შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასიმ" შინ მოუგო "კასტანეს" - 26:13.
ვინაიდან პირველ შეხვედრაში ჩვენებურთა გუნდმა ფრეს მიაღწია 23:23, ნახევარფინალშიც სწორედ ის გავიდა.
პარიზელებმა მატჩის ბედი, ფაქტობრივად, პირველი ტაიმის დასკვნით ხუთ წუთში გადაწყვიტეს. 36-ე წუთზე, როცა ანგარიში საყაიმო იყო - 3:3, საქართველოს ნაკრების მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა ლელო გაიტანა. ამას მასელებმა ტაიმის ბოლო წუთზე კიდევ
შესვენების შემდეგ "მასიმ" მონაგარს სამი ზუსტი საჯარიმო შემატა და ნახევარფინალისკენ გაიკაფა გზა, სადაც დავით ბოლღაშვილის "ლილს" დაუპირისპირდება.
ლილელებმა ორივე თამაშში შეძლეს ფავორიტად აღიარებული "ტიროსის" დამარცხება. მათ პირველი მატჩი შინ 28:23 მოიგეს, განმეორებით შეხვედრაში კი მეტოქეს სტუმრადაც აჯობეს - 27:21.
სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 63-ე წუთზე შეცვალეს, კობაური და ბოლღაშვილი მოედანზე არ გამოსულან.
"მასისა" და "ლილს" შორის გამარჯვებული ფინალში გავა, რაც ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურის მოსაპოვებლად საკმარისია.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ითამაშებს დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენი", რომელმაც გათამაშებას გამოთიშა "ნევერი". ჩვენებურთა გუნდმა პირველ მატჩში შინ 17 ქულის სხვაობით, 32:15 მოიგო. განმეორებით შეხვედრაში კი სტუმრად 12 ქულით დათმო - 10:22.
ბასილაია 52-ე წუთზე შეცვალეს, ნემსაძე თამაშში 41-ე წუთიდან ჩაერთო. ვალანსელები ნახევარფინალში "კოლომიეს" დაუპირისპირდებიან, რომელმაც ორჯერ მოუგო "მონტობანს" 18:10 და 18:14. ფინალში გასული, როგორც უკვე ვთქვით, ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს მოიპოვებს.
ფედერალ 1
მეოთხედფინალი
მასი-კასტანე 26:13 (23:23), ტიროსი-ლილი 21:27 (23:28), ნევერი-ვალანს დაჟენი 22:10 (15:32), კოლომიე-მონტობანი 18:10 (18:14).
ნახევარფინალი
მასი-ლილი, ვალანს დაჟენი-კოლომიე
* * *
საფრანგეთის ჩემპიონატის ესპუართა გათამაშება ზედიზედ მესამედ მოიგო ვიქტორ კოლელიშვილისა და გიორგი ჯაშიტაშვილის "კლერმონმა".
"უმცროსმა ვულკანებმა" ფინალში "პერპინიანს" დამატებით დროში სძლიეს - 22:19. აღსანიშნავია, რომ კოლელიშვილი მეორედ გახდა ესპუართა შორის საფრანგეთის ჩემპიონი.
ესპუარები
ფინალი
კლერმონი-პერპინიანი 22:19.
კოლელიშვილი ისევ პირველია (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"