ჯაბა ბრეგვაძემ და აქვსენტი გიორგაძემ როლები გაცვალეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე, რომელიც წლეულს საფრანგეთის ჩემპიონის, "ტულუზის" რიგებში ჩაირიცხა, დაშავებულია და ოპერაცია უნდა გაიკეთოს.

როგორც ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გაზეთი "მიდი ოლიმპიკი" იუწყება, ამის გამო ბრეგვაძეს სამი თვე გაუცდება და ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპს გამოტოვებს.

"სამედიცინო ჯოკერის" ასაყვანად "ტულუზის" ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, შორს არ წასულიყვნენ და გუნდში კიდევ ერთი ქართველი, შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე დაეტოვათ.

ბედის ირონიაა, მაგრამ ფაქტია, რომ წლის დასაწყისში დაშავებული გიორგაძის ნაცვლად სწორედ ბრეგვაძე აიყვანა "ტულუზმა" "სამედიცინო ჯოკერად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული