ელიზბარ ყუფარაძე "კოლომიეში" გადაბარგდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ყველა დივიზიონში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.

უკვე ვწერდით, რომ მომავალი სეზონიდან ელიტურ, პირველ და მეორე დივიზიონებში ქართველი მორაგბეების სარეკორდო რაოდენობა ითამაშებს.

შესაბამისად, შედარებით ცოტა დარჩა ისეთი, ვინც ფედერალ დივიზიონებში მოთამაშე კლუბების ღირსებას დაიცავს.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ფედერალ 1 დივიზიონის "მონლუსონი" დატოვა და "კოლომიეში" გადაბარგდა პირველხაზელი ელიზბარ ყუფარაძე. სამწუხაროდ, ელიტური, პირველი დივიზიონის "აჟენის" დატოვება მოუწია შერკინების ბურჯ ბექა შეყლაშვილს, რომელმაც კონტრაქტი მეორე დივიზიონის "ბეზიესთან" გააფორმა.

დიდი ხნის განმავლობაში გაურკვეველი იყო საქართველოს ნაკრების რამდენიმე უკანახაზელის მომავალი გუნდის ვინაობა. მგეზავი
მერაბ კვირიკაშვილი
ისევ ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "სენ ჟუნიენში" დარჩა. შუამარბმა თედო ზიბზიბაძემ კი მეორე დივიზიონიდან ფედერალ 1 დივიზიონში დაქვეითებულ "პერიგოსთან" გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

ფედერალ 1 დივიზიონში ითამაშებს შუამარბი რეზო გიგაური. მან "ბლანიაკი" დატოვა და "მონლუსონს" მიაშურა, რომელშიც ამჟამად დევი დათუნაშვილი ირიცხება. ამავე დივიზიონში განაგრძობს კარიერას საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი შუამარბი დავით კაჭარავა, რომელმაც შარშანდელი სეზონი "ნიცაში" გაატარა. კაჭარავას ახალი გუნდი "როდეზია".

ახლახან ცნობილი გახდა, რომ დასასრულს მიუახლოვდა დავა მამუკა გორგოძის თაობაზე ფრანგულ კლუბებს - "ტულონსა" და "მონპელიეს" შორის.

შეგახსენებთ, რომ ტულონელთა მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი წინასწარი კონტრაქტის დარღვევის გამო გორგოძისგან 500 ათას ევროს ითხოვდა. სასამართლოს რამდენიმე სხდომის შემდეგ დაპირისპირებული კლუბების ხელმძღვანელობამ შეთანხმებას მიაღწია. გადაწყდა, რომ ჯარიმის სახით, "მონპელიე" "ტულონს" 120 ათას ევროს გადაუხდის.

ბოლო ამბები სატრანსფერო ბაზრიდან (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული