აღსანიშნავია, რომ ლიდერთა სამეულიც "ქართული გუნდებისგან" შედგება, რაც, ცხადია, გვაფიქრებინებს, რომ ქართველი მორაგბეები ჩემპიონის ტიტულის გარეშე არც წლეულს უნდა დარჩნენ.
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ სეზონში პირველობა არავის დაუთმო "ტულუზმა", რომლის რიგებშიც ჯაბა ბრეგვაძე და აქვსენტი გიორგაძე ირჯებოდნენ.
* * *
მე-7 ტურში ჯერაც დაუმარცხებელ დავით ქუბრიაშვილის, კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონს" სერიოზული გამოცდა ელის. ჩვენებურთა
სამწუხაროდ, ამ ხუთი ქართველიდან სამი: ბრეგვაძე, კაკოვინი და ქუბრიაშვილი ტრავმირებულნი არიან და ვერ ითამაშებენ.
წლეულს პირველად მოირგებს "ტულონის" კვართს მეორეხაზელი კონსტანტინე მიქაუტაძე, ჩილაჩავა კი განაცხადში არ არის.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ყველა გაზეთის უმნიშვნელოვანეს მოვლენად "ტულონის" მწვრთნელის, ბერნარ ლაპორტის გადაწყვეტილებას მიიჩნევდა, რომელმაც "ტულუზთან" სათამაშოდ 14 წამყვანი მორაგბე არ იახლა.
ცხადია, ამ ამბავმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ლაპორტს საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ფილიპ სენტ-ანდრე გამოესარჩლა, რომელმაც მანამდე "ტულონს" თავკაცობდა.
"პრობლემა ისაა, რომ თითოეულ მორაგბეს წელიწადში 40 მატჩის გამართვა უწევთ. ეს ძალიან ბევრია. აბა ჰკითხეთ მოკრივეს, შეუძლია თუ არა წელიწადში 40 ბრძოლა გამართოს. გარწმუნებთ, ეს რომ გააკეთოს, ჩემპიონის ტიტულზე არც უნდა იოცნებოს.
ახალა წარმოიდგინეთ, რომ "ტულონმა" რეგულარული გათამაშება 20 ქულის უპირატესობით მოიგო, მაგრამ თუ პლეი ოფს გადაღლილები შეხვდებიან, ტიტულის მოპოვებას ვერაფრით შეძლებენ.
ასე რომ, მოთამაშეებს დასვენება აუცილებლად სჭირდებათ", - თქვა მან.
"ტულუზს" ბრეგვაძისა და კაკოვინის გარდა ტრავმების გამო დააკლდება გარი ბოთა, ლიონელ ბუქსი და იან დავიდი. შეგახსენებთ, რომ ტულუზელებმა ექვის თამაშიდან ოთხი მოიგეს და 20 ქულით მე-3 ადგილზე არიან.
* * *
"ტულუზს" სამი ქულით უსწრებს და მე-2 ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი", რომელიც მე-7 ტურში შინ მიიღებს ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსეს".
"ვულკანებს" კარგი შანს აქვთ საკუთარ მოედანზე წაუგებელი სერიის რეკორიდი მოხსნან. ჩვენებურთა გუნდს 2008 წლის ნოემბრის შემდეგ არ წაუგია. მათ ანგარიშზე 44 გამარჯვება და ორი ფრეა.
მართალია, "კლერმონი" ჯერ თავის საუკეთესო ფრომაში არ არის, მაგრამ შინ "სტად ფრანსეს" დამარცხება, რომელიც ექვის ტურის შემდეგ მე-10 ადგილზეა, არ უნდა გაუჭირდეს.
ზირაქაშვილი ტრავმირებულია და ვერ ითამაშებს, კოლელიშვილი განაცხადში არ არის, ჟვანია სათადარიგოთა შორისაა.
* * *
მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" შინ დაუპირისპირდება ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".
მონპელიელებს ტრავმებთან ერთად ის პრობლემაც აწუხებთ, რომ ამ გუნდის ექვსი არგენტინელი მოთამაშე "პუმების" შემადგენლობაშია გამოძახებული და ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობს.
"მონპელიემ" განვლილ ტურში სტუმრად მოუგო "ბორდოს" და თითქმის საგანგაშო მდგომარეობას თავი დააღწია.
წლეულს, ისვე როგორც ბოლო ორი სეზონია, შესანიშნავად ასპარეზობს "კასტრი", რომელიც ამჟამად 15 ქულით მე-6 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების ბოლო სამი შეხვედრა სწორედ კასტრელების გამარჯვებით დასრულდა.
ტრავმა მოირჩინა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს გიორგი ჟღენტი, ისევ მეორე ხაზში მოუწევს ასპარეზობა მამუკა გორგოძეს, მიხეილ ნარიაშვილი ერთი კვირის წინათ დაშავდა და გუნდს ერთი თვე ვერ დაეხმარება, ტრავმირებულია და არ ითამაშებს ანტონ ფეიქრიშვილიც.
I დივიზიონი
VII ტური
კლერმონი-სტად ფრანსე, მონპელიე-კასტრი, პერპინიანი-მონ დე მარსანი, გრენობლი-მეტრო რასინგი, აჟენი-ბორდო, ტულუზი-ტულონი, ბიარიცი-ბაიონი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულონი - 27 ქულა, 2. კლერმონი - 23, 3. ტულუზი - 20, 4. ბიარიცი - 18, 5. მეტრო რასინგი - 18, 6. კასტრი - 15, 7. გრენობლი - 14, 8. მონპელიე - 14, 9. პერპინიანი - 11, 10. სტად ფრანსე - 10, 11. აჟნი - 10, 12. ბორდო - 9, 13. ბაიონი - 7, 14. მონ დე მარსანი - 0.
კელტთა ლიგა
კელტთა ლიგაში მეხუთე ტურის წინ დიმიტრი ბასილაიას "ედინბურგი" 11 ქულით მე-6 ადგილზეა.
ედინბურგელები მორიგ შეხევდრას სტუმრად გამართავენ უელსურ "ნიუპორტთან", რომელმაც ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი მატჩი მოიგო და 5 ქულით მე-10 ადგიზლეა.
გათამაშებას კი მეორე უელსური გუნდი, "ჰლანეჰლი" ლიდერობს, რომელმაც პირველი მარცხი გასულ ტურში იწვნია.
ამჯერად ეს გუნდი სტუმრად ეთამაშება იტალიურ "ბენეტონს" და, სავარაუდოდ, ლიდეორბის შენარჩუნებას შეძლებს.
V ტური
ნიუპორტი-ედინბურგი, კარდიფი-ალსტერი, გლაზგო-ზებრე, ქონოთი-ლენსტერი, ბენეტონი-ჰლანეჰლი, ოსფრიზი-მანსტერი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ჰლანეჰლი - 15 ქულა, 2. მანსტერი - 14, 3. კარდიფი - 14, 4. ლენსტერი - 12, 5. ალსტერი - 12, 6. ედინბურგი - 11, 7. გლაზგო - 10, 8. ოსფრიზი - 6, 9. ქონოთი - 5, 10. ნიუპორტი - 5, 11. ბენეტონი - 5, 12. ზებრე - 0.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შალვა სუთიაშვილისა და ბექა შეყლაშვილის პირველი ელიტური ლელო