საფრანგეთში ქართველი მორაგბეების ოთხი გუნდი პლეი ოფშია, სამი ბრძოლას განაგრძობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ფედერალ 1 დივიზიონში რეგულარული გათამაშების ბოლოსწინა ტურის შეხვედრები გაიმართა. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მორაგბეთა ოთხმა გუნდმა პლე ოფში გააღწია. ესენია: "მაკონი", "პერიგო", "სენ ნაზერი" და "რომანი". სამი კი, "ობენა", "სენტ ეტიენი" და "შალონი" - მეორე ეტაპზე მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს.

სამწუხაროდ, ფედერალ 1 დივიზიონის დატოვება მოუწევს ოთხ "ქართულ გუნდს". ესენია: "სტრასბური", "შატორენარი", "მარმანდი" და "სენ ჟუნიენი".

A ჯგუფში წარმატებას შოთა მელიქიძისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონმა" მიაღწია, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ბოლოსწინა ტურში შინ დამარცხდა გათამაშების ლიდერ
"ლილთან" 20:39, 48 ქულით მესამე ადგილზეა და კონკურენტთაგან მიუწვდომელია. პლეი ოფში გასვლისთვის ამ ჯგუფში ქართველ მორაგბეთა კიდევ ორი გუნდი იბრძვის, თუმცა ადგილი მხოლოდ ერთია.

გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის "სენტ ეტიენმა" სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში შეძლო უშუალო კონკურენტის, "ბობონის" დამარცხება 23:22 და ახლა 40 ქულით მეოთხე, პლეი ოფში გამსვლელ ადგილზეა.

სენტეტიენელებს ორი ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი", რომელმაც შინ მოუგო ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონს" - 31:18. ამ მარცხით მონლუსონელებმა პლეი ოფში მოხვედრის შანსი დაკარგეს.

A ჯგუფში 2 ქულით ბოლო ადგილზე გავიდა და მომავალი სეზონიდან ფედერალ 2 დივიზიონში ითამაშებს გიორგი სულუაშვილის "სტრასბური", რომელმაც ბოლოსწინა ტურში საკუთარ მოედანზე წააგო "დიჟონთან" - 17:40.

A ჯგუფი
ვიენი-ბურგ ან ბრესი 9:17, სტრასბური-დიჟონი 17:40, ბობინი-სენტ ეტიენი 22:23, შალონი-მონლუსონი 31:18, მაკონი-ლილი 20:39
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 69 ქულა, 2. ბურგ ან ბრესი - 67, 3. მაკონი - 48, 4. სენტ ეტიენი - 40, 5. შალონი - 38, 6. ბობინი - 36, 7. მონლუსონი - 34, 8. ვიენი - 32, 9. დიჟონი - 31, 10. სტრასბური - 2.

XVIII ტური
ბურგ ან ბრესი-ბობინი, დიჟონი-ვიენი, მონლუსონი-სტრასბური, ლილი-შალონი, სენტ ეტიენი-მაკონი.

B ჯგუფიდან პლეი ოფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან ირაკლი ნინიძის "რომანმა" გააღწია, რომელიც 47 ქულით ამჟამად მესამე ადგილზეა.

რომანელებმა ბოლოსწინა ტურში შინ წააგეს მინიმალური სხვაობით თენგიზ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის "ობენასთან" - 19:18, რითაც ამ "ქართულ გუნდს" პლეი ოფში მოხვედრის შანსი მიეცა.

ობენელები 39 ქულით მე-5 ადგილზე არიან და კონკურენტ "ლა სეინს" ორი ქულით ჩამორჩებიან.

ბოლო ტურში "ობენა" შინ გიორგი კუთარაშვილის "შატორენარს" დაუპირისპირდება, რომელიც 16 ქულით ბოლო ადგილზეა და დივიზიონის დატოვება მოუწევს. ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლოსწინა ტურში შინ წააგო "ბლანიაკთან" - 16:19.

კიდევ ერთი "ქართული გუნდი" დავით კაჭარავას "როდეზი" სტუმრად დამარცხდა მეორეადგილოსან "ვალანსთან" - 12:40. როდეზელები 33 ქულით მე-8 ადგილზე არიან.

B ჯგუფი
შატორენარი-ბლანიაკი 16:19, რომანი-ობენა 18:19, ვალანსი-როდეზი 40:12, ბურგუენი-ლავორი 43:12, ლა სეინი-აგდი 29:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგუენი - 74 ქულა, 2. ვალანსი - 50, 3. რომანი - 47, 4. ლა სეინი - 41, 5. ობენა - 39, 6. ბლანიაკი - 35, 7. ლავორი - 35, 8. როდეზი - 33, 9. აგდი - 28, 10. შატორენარი - 26.

XVIII ტური
ბლანიაკი-ვალანსი, ობენა-შატორენარი, აგდი-რომანი, როდეზი-ბურგუენი, ლავორი-ლა სეინი.

C ჯგუფიდან მეორე დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლას ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი, "სენ ნაზერი" და "პერიგო" განაგრძობს.

ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის "სენ ნაზერმა" ბოლოსწინა ტურში სტუმრად მოუგო "ვანს" - 22:18 და ახლა 61 ქულით მე-2 ადგილზეა.

"სენ ნაზერს" სამი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო", რომელმაც შინ დაამარცხა "სენ ჟან დე ლუზი" - 21:16. პერიგოელები მეოთხე ადგილზე მყოფ "სენ ჟან დე ლუზს" 17 ქულით უსწრებენ.

სამწუხაროდ, ბოლო ადგილზე გავიდა და დივიზიონის დატოვება მოუწევს ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის "მარმანდს", რომელმაც ბოლოსწინა ტურში შინ წააგო გათამაშების ლიდერ "ტიროსთან" - 10:25.

C ჯგუფი
პერიგო-სენ ჟან დე ლუზი 21:16, ნუარი-ლანჟონი 23:15, ვანი-სენ ნაზერი 18:22, მარმანდი-ტიროსი 10:25, აგეტმო-სენ ჟან დანჟელი 18:21.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 67 ქულა, 2. სენ ნაზერი - 61, 3. პერიგო - 58, 4. სენ ჟან დე ლუზი - 41, 5. ვიენი - 39, 6. ლანჟონი - 38, 7. აგეტმო - 28, 8. სენ ჟან დანჟელი - 27, 9. ნუარი - 26, 10. მარმანდი - 20.

XVIII ტური
ლანჟონი-პერიგო, სენ ნაზერი-ნუარი, სენ ჟან დანჟელი-ვანი, სენ ჟან დე ლუზი-მარმანდი, ტიროსი-აგეტმო.

D ჯგუფში ბოლო ადგილზეა და მომავალი სეზონიდან ფედერალ 2 დივიზიონში ითამაშებს მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენი". ჩვენებურთა ამ გუნდმა ბოლოსწინა ტურში სიმონ მაისურაძისა და ლაშა მალაღურაძის "ბაგნერეს" უმასპინძლა და 13:19 წააგო.

აღსანიშნავია, რომ ბაგნერელებიც სწორედ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

ამ შეხვედრაში კვირიკაშვილმა გუნდს რვა ქულა მოუტანა (ორი საჯარიმო და ერთი გარდასახვა), მალაღურაძის ანგარიშზე კი 14 ქულაა (ოთხი საჯარიმო და ერთი გარდასახვა).

D ჯგუფი
ლურდი-სენ მედარი 22:22, ლანამეზანი-მონტობანი 23:53, ოლორონი-ლიმოჟი 24:8, ნევერი-კასტანე 29:28, სენ ჟუნიენი-ბაგნერე 13:19.
სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 69 ქულა, 2. ნევერი - 60, 3. ოლორონი - 44, 4. კასტანე - 42, 5. ლიმოჟი - 39, 6. ლურდი - 39, 7. ლანამეზანი - 34, 8. ბაგნერე - 31, 9. სენ მედარი - 26, 10. სენ ჟუნიენი - 23.

XVIII ტური
მონტობანი-ოლორონი, კასტანე-ლანამეზანი, ლიმოჟი-ლურდი, ბაგნერე-ნევერი, სენ მედარი-სენ ჟუნიენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული