დავით კაჭარავა რუსულ კლუბ "ენისეიში" გადავიდა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ დივიზიონებში სატრანსფერო სეზონი დასრულდა.

ჯერჯერობით კიდევ გრძელდება საზაფხულო მიდი-მოდი ფედერალ 1 დივიზიონში, სადაც დღესდღეობით 13 კლუბში 25 ქართველი მორაგბე ირიცხება.

ფედერალ 1 დივიზიონში ახალი ქართველი მორაგბე არ გამოჩენილა. რამდენიმემ კლუბი გამოიცვალა.

საქართველოს ნაკრების შუამარბმა დავით კაჭარავამ კი ფრანგული "როდეზი" დატოვა და რუსეთის ჩემპიონ კრასნოიარსკის "ენისეიში" გადაბარგდა.

კლუბი შეიცვალა საქართველოს ნაკრების მგეზავმა მერაბ კვირიკაშვილმა. მისმა "სენ ჟუნიენმა", რომელშიც პირველხაზელ გიორგი მჭედლიშვილთან ერთად ასპარეზობდა, ფედერალ 1 დივიზიონი დატოვა.

კვირიკაშვილმა ახლახან ხელშეკრულება გააფორმა "ვიენთან", სადაც კიდევ ერთი პირველხაზელი ზერო
პეტრიაშვილი ირიცხება.

ორი ქართველი პირველხაზელი ჩაირიცხა თედო ზიბზიბაძის "პერიგოში". ამ გუნდში, რომელშიც სხვადასხვა დროს საკმაოდ ბევრ ქართველ მორაგბეს უთამაშია, "მარმანდიდან" ნიკოლოზ მაღალდაძე გადავიდა, "სენ ეტიენიდან" კი - გიორგი გაბელაია.

ფედერალ 1-ის "მონლუსონი" ორმა ქართველმა დატოვა. შუამარბი ბექა ურჯუკაშვილი "ბაგნერეში" გადაბარგდა, სადაც განვლილ სეზონში სიმონ მაისურაძე, ლაშა მალაღურაძე და ლადო გუნიავა თამაშობდნენ.

შერკინების ბურჯი ელიზბარ ყუფარაძე კი ელიტური, მეორე დივიზიონიდან დაქვეითებულ "მასიში" ჩაირიცხა.

აქვე განაგრძობს კარიერას კიდევ ერთი პირველხაზელი დავით დადუნაშვილი, რომელიც აქამდე მეორე დივიზიონის "ტარბში" ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ "მასის" რიგებში შალვა სუთიაშვილი, დავით აშვეთია და არჩილ კობაური ირჯებიან. პარიზელთა ერთ-ერთი მწვრთნელი კი საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი ვიქტორ დიდებულიძეა.

ფედერალ 1

მაკონი: შოთა მელიქიძე, ავთანდილ კოპალიანი.
ვიენი: ზერო პეტრიაშვილი, მერაბ კვირიკაშვილი.
მონლუსონი: რეზო გიგაური.
სენტ ეტიენი: რევაზ ჟღენტი.
შალონი: გიორგი ჯაშიტაშვილი.
პერიგო: თედო ზიბზიბაძე, ნიკოლოზ მაღალდაძე, გიორგი გაბელია.
ობენა: თენგიზ გელანტია.
რომანი: ირაკლი ნინიძე.
შატორენარი: გიორგი კუთარაშვილი.
მარმანდი: ირაკლი ჩომახაშვილი.
სენ ნაზერი: შოთა ცხოვრებაშვილი, ბაჩუკი გუჯარაიძე.
ბაგნერე: სიმონ მაისურაძე, ლაშა მალაღურაძე, ლადო გუნიავა, ბექა ურჯუკაშვილი.
მასი: დავით აშვეთია, შალვა სუთიაშვილი, არჩილ კობაური, ელიზბარ ყუფარაძე, დავით დადუნაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ამგვარად ტყდებიდა ქართული საელმწიფოებრივი ციხეები ყოველთვის ქართველო სფორტსმენებო!!! რა დაჰკარგეთ მტრების ბუნაგში-რუსული ოკუფაციუერი რუბლები თუ ვერ ჰქაჩავს თქვენი ფშუტე თავები -დამოუკიდებელი საქართველოს სიყვარულის დონემდე.ვეჭვობ ფირველ ვერსიაშიც და მეორეშიც-მაგრად ჩასვრილები ბრძანდებით.მშობლების ბრალია,გაზრდის ბრალია ღუსეთსი შეძვრალნო,ყველა სფეროში "მოღვაწე ჩია ქართველებო,დაწყებული-წერეთლებით,ბოკერიებით,კეკელიძეებით და დამთავრებული-კაჭარავა,გრიგალავა სირაძეებით.სამშობლო დედის ძუძუი,არ გაცვლების სხვაზედა----მითუმეტეს მტერზედა რაც არ უნდა რუბლები დაუფინონ გონებასუსტ ,ვითომ ქართველებს.
Elisabeth-Great London
08:50 18-07-2013
0
მალე გაიგებს რუსული დათვის სიყვარულ გამოიყენებენ საქართველოს და ქართველთა წინააღმდეგ სანამ სჭირდებათ, და შემდგომ ამოისვავენ,დიდი ილიას ნათქვაი ნუ გვავიწყდება:რუსს გინდ წინ ***,გინდ უკან,დაუნახავია,ვეჟო!ფულებით დაბრმავებულებს,ვუმისამართებ,ჩემს მესიჯს!
I Am Georgian-Chicago.
09:06 18-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული