სწორედ მისი თავკაცობით შეძლეს "ვულკანებმა" თავის ისტორიაში პირველად ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება.
კოტერი მომავალი სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს და შოტლანდიის ნაკრებს ჩაიბარებს. ცხადია, დღის წესრიგში ჩვენებურის გუნდის მომავალი დამრიგებლის ვინაობის გარკვევა დადგა.
ბედად, "ბრიტანელმა ლომებმა" ავსტრალიურ ტურნეში ამ ქვეყნის ნაკრებთან სამმატჩიანი სერია 2:1 მოიგეს. ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელების მოთმინების ფიალაში ეს ბოლო წვეთი იყო.
ჰოდა, რა გასაკვირია, რომ კოტერმა "ვულკანების" მესვეურებთან თანამემამულეს რეკომენდაცია გაუწია. აღსანიშნავია, რომ რობის 1983 წელს ფრანგულ "გრენობლში" უთამაშია. ამასთან ერთად, ის კოტერის მსგავსად, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" სარაგბო ფილოსოფიის მიმდევარია.
რაც ყველაზე მთავარია, მისი მეუღლე პენი შესანიშნავად ფლობს ფრანგულ ენას.
ერთი სიტყვით, რობი დინსს, ისევე, როგორც "კლერმონის" ხელმძღვანელობას, მოსაფიქრებლად დრო ბევრი აქვთ. საკითხავი ისღაა, შეძლებს თუ არა "ვოლაბების" დაწუნებული თავკაცი "ვულკანების" ამბიციების დაკმაყოფილებას.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"