ორწლიანი მუშაობის შემდეგ ბრედლის "ედინბურგის" ხელმძღვანელებმა კონტრაქტი აღარ გაუფორმეს.
ამ კლუბში მუშაობის დაწყებამდე ეს ირლანდიელი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებში ირჯებოდა და ასისტენტობას რიჩი დიქსონს უწევდა. "ედინბურგიდან" წამოსვლის შემდეგ კი, ისევ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.
დიმიტრი ბასილაიას ახალი დამრიგებელი კი, ჩვენთვის ასევე კარგად ნაცნობი სამხრეთაფრიკელი სპეციალისტი ალან სოლომონსი იქნება.
ის საქართველოს რაგბის კავშირს არაერთხელ სტუმრობდა ბრუს კუკთან
სოლომონსმა, რომელიც ოდესღაც სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტიც იყო, ამ ქვეყანაში ახალი კლუბი "საუთერნ კინგზი" შექმნა და ბოლო დრომდე მისი თავკაცი იყო.
"სამხრეთელმა მეფეებმა" მისი ხელმძღვანელობით ზე რაგბის წლევანდელ გათამაშებაში პირველად იასპარეზეს, თუმცა წარუმატებლად.
ამასობაში კიდევ ერთი ქართული ტრანსფერი განხორციელდა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონში.
ქუთაისის "აიას" პირველხაზელი თორნიკე ლომიძე გასკონურ "ოშში" ჩაირიცხა. ის მეცხრე ქართველი პირველხაზელია, რომელიც მომავალ სეზონში მეორე დივიზიონში იასპარეზებს.
საფრანგეთი
I დივიზიონი
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ლევან ჩილაჩავა, კონსტანტინე მიქაუტაძე (ორივე-ტულონი), დავით ქუბრიაშვილი, ზურაბ ჟვანია (ორივე-სტად ფრანსე), მამუკა გორგოძე, მიხეილ ნარიაშვილი, ლაშა ლომიძე, გაგი ბაზაძე (ოთხივე-მონპელიე), გიორგი ჟღენტი (პერპინიანი), ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე (ორივე-ტულუზი), ზაზა ნავროზაშვილი (ბორდო), დავით ხინჩაგიშვილი (მეტრო რასინგი). გოდერძი შველიძე, კარლენ ასეიშვილი (ბრივი).
II დივიზიონი
ვიქტორ კოლელიშვილი, გურამ კავთიძე (ორივე-ლიონი), კახაბერ კობერიძე, ალექსანდრე თოდუა, ვახტანგ მაისურაძე, ვახტანგ ახობაძე, გიორგი თეთრაშვილი, ხვიჩა ბუჯიაშვილი (ყველა-ალბი), ირაკლი მირცხულავა, გიორგი ნემსაძე, გიორგი ჩხაიძე (სამივე-ტარბი). ლევან დათუნაშვილი, გიორგი ნაცარაშვილი (ორივე-ორიაკი), ტარიელ რატიანიძე (აჟენი), ბექა შეყლაშვილი (ბეზიე), თორნიკე ლომიძე (ოში).
შოტლანდია
დიმიტრი ბასილაია (ედინბურგი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"