ქართული ლეგიონი საფრანგეთში: ვლიდერობთ პირველშიც და მეორეშიც

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მეხუთე ტურის მატჩების შემდეგ ლიდერებში მყოფი ქართველ მორაგბეთა გუნდების რაოდენობა შვიდიდან ხუთამდე შემცირდა.

ჩემპიონატში დაწინაურებული "ქართული ხუთეული" ასეთია: "ტულონი", "მონპელიე", "კლერმონი", "სტად ფრანსე" და "კასტრი".

* * *
გათამაშების ლიდერი 17 ქულით კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონია", რომელმაც მე-5 ტურში სტუმრად მოუგო ბასკურ "ბიარიცს" - 24:13.

ეს მატჩი ერთადერთია ამ ტურში, რომელშიც გამარჯვებას სტუმრებმა მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ წინა, მეოთხე ტურის მატჩში ჩილაჩავა ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ბერნ
არ ლაპორტმა ის ამჯერად განაცხადში არ შეიყვანა. არ უთამაშია მიქაუტაძესაც.

* * *
"ტულონს" ერთი ქულით ჩამორჩება მამუკა გორგოძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელმაც შინ შესანიშნავად ითამაშა და ფრანგული რაგბის გრანდი, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის "ტულუზი" მშრალი ანგარიშით დაამარცხა - 25:0.

ტულუზელთა ასეთ გამანადგურებელ მარცხს არავინ ელოდა, თუმცა ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა. ამ გუნდს ძირითადის სამი პირველხაზელი აკლდა.

ბრეგვაძე და კაკოვინი ტრავმირებულნი არიან, შერკინების ბურჯი ხუთრო სტენკამპი კი სამხრეთ აფრიკის ნაკრებში იყო გამოძახებული. ტრავმის გამო არ უთამაშია "მონპელიეს" ლიდერ გორგოძეს, ნარიაშვილს კი ფაბიენ გალტიემ დასვენების საშუალება მისცა.

* * *
"მონპელიეს" ერთი ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილის "კლერმონი", რომელმაც სტუმრად წააგო დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას "სტად ფრანსესთან" - 16:23.

ქუბრიაშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო, ზირაქაშვილი და ჟვანია ტრავმირებულნი არიან. "სტად ფრანსეს" ამ გამარჯვების შემდეგ 14 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზეა.

* * *
პარიზელებს ორი ქულით ჩამორჩება საფრანგეთის ჩემპიონი, ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრი", რომელმაც სტუმრად წააგო დივიზიონის დებიუტანტ "ოიონაქსთან" - 9:19.

ფეიქრიშვილი წინა ტურის მატჩში დაშავდა.

* * *
დაძაბული გამოდგა დავით ხინჩაგიშვილის "მეტრო რასინგის" საშინაო დაპირისპირება გიორგი ჟღენტის "პერპინიანთან".

პარიზელებმა, როგორც ანგარიშიდანაც კარგად ჩანს, კატალონიელებს უშეღავათო ბრძოლაში აჯობეს - 19:16.

ჟღენტი თადარიგში იყო და თამაშში მე-40 წუთიდან ჩაერთო, ხინჩაგიშვილს არ უთამაშია.

* * *
ძალზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა შინ ბასკურ "ბაიონთან" გოდერძი შველიძისა და კარლენ ასეიშვილის "ბრივმა" - 17:10.

ამ მოგების შემდეგ ჩვენებურთა ამ გუნდმა სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურს თავი დააღწია.

შველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე ის ასეიშვილმა შეცვალა. სამწუხაროდ, მან მუხლი დაიშავა და 10 სექტემბერს სრული სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია ტრავმა.

საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური, I დივიზიონი
V ტური
მონპელიე-ტულუზი 25:0, ბრივი-ბაიონი 17:10, ბიარიცი-ტულონი 13:24, გრენობლი-ბორდო 21:14, ოიონაქსი-კასტრი 19:9, მეტრო რასინგი-პერპინიანი 19:16, სტად ფრანსე-კლერმონი 23:16.

სატურნირო მდგომრეობა
1. ტულონი - 17 ქულა, 2. მონპელიე - 16, 3. კლერმონი - 15, 4. სტად ფრანსე - 14, 5. კასტრი - 12, 6. ოიონაქსი - 12, 7. მეტრო რასინგი - 12, 8. გრენობლი - 12, 9. ტულუზი -11, 10. პერპინიანი - 11, 11. ბორდო - 10, 12. ბაიონი - 10, 13. ბრივი - 9, 14. ბიარიცი - 6.

VI ტური
პერპინიანი-მონპელიე, კასტრი-ტულონი, ბორდო-ოიონაქსი, კლერმონი-გრენობლი, სტად ფრანსე-ბრივი, ტულუზი-ბიარიცი, ბაიონი-მეტრო რასინგი.

II დივიზიონი
მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა მეორე დივიზიონში. დაუმარცხებელი აქ სამი გუნდია, რომელთაგან ორი ქართველი მორაგბეებისაა. ესენია: "ლიონი" და "აჟენი".

პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში გურამ კავთიძისა და ვიქტორ კოლელიშვილის "ლიონს" უკავია, რომელმაც შინ დაამარცხა ერთ-ერთი სავარაუდო კონკურენტი "ნარბონი" - 25:6.

ტიმ ლეიენის სამწყსომ, პირველი ტურის მატჩის მსგავსად, ეს შეხვედრაც შესანიშნავად ჩაატარა. კოლელიშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში იყო კავთიძეც, რომელიც 53-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
ორი თამაშიდან ორი გამარჯვება აქვს ტარიელ რატიანიძის "აჟენსაც", რომელმაც ამჯერად შინ დაამარცხა "მონ დე მარსანი" - 14:9.

შერკინების ქართველი ბურჯი ძირითად შემადგენლობაში იყო და 37-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
ლიდერებს მიუახლოვდა კიდევ ორი "ქართული გუნდი" - "ორიაკი" და "ტარბი". ორიაკელებმა, რომელთა რიგებშიც ლევან დათუნაშვილი და გიორგი ნაცარაშვილი ირჯებიან, შინ დამაჯერებლად სძლიეს "დაქსს" - 33:12. დათუნაშვილმა სრულად ითამაშა, ნაცარაშვილი 62-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
გიორგი ნემსაძის, გიორგი ჩხაიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა "კარკასონი" - 20:15.

ნემსაძემ და ჩხაიძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, მირცხულავა მოედანზე 55-ე წუთიდან გამოჩნდა.

* * *
კახაბერ კობერიძის, ალექსანდრე თოდუას, ვახტანგ მაისურაძის, ვახტანგ ახობაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის "ალბიმ" სტუმრად წააგო "ლა როშელთან" - 9:41.

მაისურაძემ, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო, მე-14 წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი შეიქნა, თეთრაშვილი თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო.

* * *
თამაზ მჭედლიძის, მერაბ შარიქაძისა და გიორგი სულუაშვილის "ბურგ ან ბრესმა" შინ წააგო "პოსთან" - 21:25. მჭედლიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

II ტური
აჟენი-მონ დე მარსანი 14:9, ორიაკი-დაქსი 33:12, კოლომიე-ბურგუენი 18:12, ლა როშელი-ალბი 41:9, ტარბი-კარკასონი 20:15, ოში-ბეზიე 23:16, ბურგ ან ბრესი-პო 21:25, ლიონი-ნარბონი 25:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 9 ქულა, 2. პო - 9, 3. აჟენი - 8, 4. ლა როშელი - 6, 5. ორიაკი - 5, 6. ტარბი - 5, 7. კოლომიე - 5, 8. ბურგუენი - 5, 9. მონ დე მარსანი - 5, 10. ბეზიე - 5, 11. ნარბონი - 4, 12. ოში - 4, 13. დაქსი - 4, 14. ბურგ ან ბრესი - 2, 15. კარკასონი - 1, 16. ალბი - 1.

III ტური
ბურგ ან ბრესი-ტარბი, ალბი-ლიონი, ბეზიე-აჟენი, ბურგუენი-ორიაკი, კარკასონი-ოში, მონ დე მარსანი-კოლომიე, ლა როშელი-დაქსი, პო-ნარბონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული